“სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი… მოწოდების სიმაღლეზე ხართ,როგორც ყოველთვის!” – ამის შესახებ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თავის ფეისბუკ გვერდზე წერს:
“მალე გამოცდები იწყება, ჰოდა საგანთა უმრავლესობაში არც საკითხთა ჩამონათვალი გვაქვს და თუ რომელიმეში გვაქვს, ონლაინ წიგნები არ არსებობს. მოკლედ აგერ ბოლო კვირაა ე.წ საცდელ ტესტებს ვწერთ, საოცარად გაუმართავ, არათანაბარ პირობებში. დღევანდელი ტესტი ვერ ვწერე, იმიტომ რომ ვიღაცამ გადაწყვიტა მეორედ აღმოეჩინა ამერიკა და მორიგი სიახლე შემოგვტენა. ჰოდა ბოლოს კითხვა. . რა ვქნა გამოცდებზე?” – წერს თიკო სულაკაძე










