დილიდან ხმაურია გორში – გარემოვაჭრეებს მერიამ დახლები დაუშალა. სავაჭროდ გასულ ათობით ადამიანს დღეს ტერიტორია სრულად გასუფთავებული დახვდათ.
მოვაჭრეების თქმით, მათ გაფრთხილება 2 დღის წინ მიიღეს. შეთავაზებულია ალტერნატიული ფართი, თუმცა, როგორც ამბობენ, იქ მომხმარებელი არ დადის და გადასვლასაც აზრი არ აქვს.
მერიის ამ გადაწყვეტილებით, გორის ათობით ოჯახი ერთადერთი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა.
რა ვაჭამო ბავშვს ახლა, დახოცეთ, რომ მოკვდეს ხალხი… სადაც გინდათ იქ წადით, მშიერი ხარ და უფრო მშიერი დარჩიო. აი ამ მახინჯი ხელითა მე ნასკსა ვყიდი, ვის უხარია ქუჩაში ასე რო ვყრივართ მზეზე, ქარში, ყინვაში, აგერ წავიქეცი ამ ყინვაში, ფეხი მოვიტეხე, ექიმთან დრემდე ვერ მივედი”.- ამბობს გარემოვაჭრე.
სამრთალდამცველები ადგილზე გუშინ გვიან ღამით გამოჩნდნენ, მაშინ როცა ჭავჭავაძის ქუჩაზე მოვაჭრეები არ იყვნენ და მერის წარმომადგენლებთან ერთად დაშალეს დახლები.