ქუთაისში, ორსული ქალის გარდაცვალების ფაქტს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც ირკვევა, ქალი არა მშობიარობამ, არამედ ვირუსმა იმსხვერპლა. ექიმების განცხადებით, 4 იანვარს ფეხმძიმე ქალი, კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. პაციენტს სუნთქვის მძიმე უკმარისობა აღენიშნებოდა და დაუყონებლივ მოთავსდა რეანიმაციულ განყოფებაში. ორსულ ქალს ყველა ტიპის სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რის შემდეგაც დადგინდა რომ პაციენტის ფილტვების მდგომარეობა იყო უმძიმესი და ცალი ფილტვი, საერთოდ არ ფუნქციონირებდა.
ნაყოფის გადასარჩენად ჩატარდა საკეისრო კვეთა. ახალშობილი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამჟამად, სტაბილურია. მელოგინეს ლაბორატორიული კვლევები ლუგარის ლაბორატორიაში უტარდებოდა. საკეისო კვეთიდან მეხუთე დღეს, ქალი სუნთქვის მძიმე უკმარისობით, ფილტვების დისტრესით გარდაიცვალა. რაც გამოწვეული იყო ვირუსით. პ.ს. სამშობიაროში შეყვანამდე ორსული აღრიცხვაზე იმყოფებოდა სხვა კლინიკაში.
ექიმების განცხადებით, ცნობილი ხდება რომ ჯერ კიდევ ორსულს, რამდენიმე დღის მანძილზე, ჰქონდა მაღალი ტემპერატურა_ 39, 5 და სახლში იტარებდა მკურნალობას გადასხმებით. ორსული ქალბატონი კლინიკაში, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მიუხედავად ექიმების მცდელობისა, (როგორც აღნიშნავენ: ქალის გადასარჩენად მთელი ქვეყნის ცნობილი ექიმები იყვნენ ჩართული) ვერ მოხერხდა და მელოგინე სუნთქვის მწვავე უკმარისობით ( გამოწვეული ვირუსით) გარდაიცვალა.










