LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა გამოხმაურებები მოჰყვა მეუფე იოანეს სკანდალურ განცხადებას

დაპოსტა 2021/01/06-ში
A A
585
ნახვა
გაზიარება

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტის იოანეს 20 დეკემბრის ქადაგება ანტისემიტურად შეფასდა. მან  ებრაელთა თემი “ქრისტიანთა მდევნელად” წარმოადგინა, რომელთაც “დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე”. ამასთან, მიტროპოლიტმა იოანემ ისინი “ურწმუნო მოდგმადაც”  მოიხსენია.

მიტროპოლიტის ქადაგებას კრიტიკულად გამოეხმაურა თეოლოგი ბასილ კობახიძე:

“ანტისემიტურად იქადაგა ბაგრატის ტაძარში ქუთათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა. ის ამბობს, რომ ებრაელები ურწმუნო მოდგმაა და ყოველთვის ებრძოდნენ და დევნიდნენ ეკლესიას. ებრაელები ბევრნი არიან მთელს მსოფლიოში, გავლენა ჰქონდათ და ახლაც აქვთ ხელისუფლებებზე. ებრაელების, როგორც ურწმუნო მოდგმის ანტიქრისტიანულ საქმეს დღეს აგრძელებენ ადამიანის უფლებადამცველები, რომლებიც აკრიტიკებენ საპატრიარქოს და იცავენ უმცირესობების უფლებებს. შტანდარტენფიურერ მეუფე იოანეს თავისი ანტისემიტიზმის გასამყარებლად სრულიად გაუკუღმართებულად მოჰყავს ერთი ამბავი წმ. ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებიდან. გელათის მეცნიერებათა აკადემიას, საპატრიარქოს განათლების ცენტრს და ქუთაისის ეპარქიას ხელმძღვანელობს თავცარიელი ბნელი ფაშისტი იოანე გამრეკელი. მე მას შევახსენებ, რომ ქრისტე კაცობრივად, ღვთისმშობელი, რომელსაც საქართველოს წილხვედრობას აიძულებენ ჩვენი ეკლესია და მთავრობა, მოციქულები, ებრაელები იყვნენ”. – წერს კობახიძე.

 

მეუფე იოანეს ქადაგება დაგმო ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI)

“20 დეკემბერს, მიტროპოლიტმა იოანემ, ლიტურგიისას ებრაელი ერი დამამცირებელ, ანტისემიტურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია. მან ებრაელებს უწოდა “ქრისტიანთა მდევნელი” და “ურწმუნო მოდგმა”. ამგვარი სიტყვებით მოხსენიება ებრაელი ხალხის დემონიზაციაა და იმეორებს საშიშ სტერეოტიპს, რომლის თანახმად ქრისტეს მკვლელობისთვის მთელ ერს კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრება.

მიტროპოლიტმა იქადაგა ამბროსი მედიოლანელის ცხოვრების შესახებ და მოყვა რამდენიმე ეპიზოდი. მიტროპოლიტის ქადაგება ისტორიული თვალსაზრისით, ბევრ უზუსტობას შეიცავს, მაგრამ ამ შემთხვევაში, TDI-ს მიზანი ისტორიული სიმართლის დადგენა არ არის. მიტროპოლიტმა აღნიშნა: ქრისტიანებმა სძლიეს ებრაულ თემს და სინაგოგა დაუნგრიეს. როდესაც იუდაურმა თემმა სინაგოგის აშენების თხოვნით მიმართა მმართველს, მათ მეფემ შეუთვალა,  ჯერ გადაიხადონ, რაც ,,საუკუნეების მანძილზე ამდენი ქრისტიანი აწამესო”. ებრაელებმა საბოლოოდ უარი თქვეს, ჩვენ თვითონ ავაშენებთ სინაგოგასო. მან ასევე დასძინა, რომ ებრაელები შეიძლება “ქალაქში ცოტანი იყვნენ, მაგრამ მსოფლიოში არ არიან ცოტანი, და გავლენაც აქვთ მეფის კარზე ყოველთვის, ახლაც.” 

იოანე გამრეკელმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ “ბრძოლა დღესაც გრძელდება, ეს ეთნიკური ნიშნით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ.” მან პარალელი გაავლო ებრაელებს, “ურწმუნო მოდგმასა” და უფლებადამცველებს შორის, რომლებიც დღეს ეკლესიას აკრიტიკებენ და შესაბამისად, ამით იუდაური თემის გზას აგრძელებენ. შემაშფოთებელია ამ კონტექსტში უფლებადამცველების ,,ეკლესიასთან მებრძოლებად” მოხსენიებაც.” – ნათქვამია განცხადებაში.

TDI-მ საქართველოს საპატრიარქოს მიმართა საჯაროდ კრიტიკულად შეეაფასებინა და დაეგმო მიტროპოლიტის ანტისემიტური ქადაგება, საქართველოს ხელისუფლებას კი მოუწონა ზოგადი განათლების სისტემაში დანერგოს ანტისემიტიზმისა და ჰოლოკოსტის შესახებ სწავლება, რაც ხელს შეუწყობს ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებასა და ადამიანის უფლებების პატივისცემას; გაავრცელოს ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები და მკაცრად შეაფასოს ანტისემიტიზმი და სიძულვილის ენის გამოყენება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტმა იოანემ 1 იანვარს გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს რომ, “TDI-ს მცდელობა წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომ შფოთი შემოიტანოს საქართველოს ეკლესიასა და ებრაელ ერს შორის საუკუნეების მანძილზე არსებულ კეთილ ურთიერთობებში.”

“მწუხარებით გავეცანი TDI-ს (ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი) მიერ გაკეთებულ შეფასებას, რომელიც 2020 წლის 20 დეკემბრის ქადაგებაზეა აგებული. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ხსენებული ორგანიზაციის განცხადება იმის თაობაზე, რომ ქრისტიანები საუკუნეების მანძილზე დევნიდნენ ებრაულ თემს, მაგრამ არ მიუთითებენ არც ქვეყანას და არც საუკუნეს, სად და როდის ხდებოდა ეს. ასეთი ზოგადი განცხადება შეურაცხყოფაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელსაც არასოდეს მიუღია მონაწილეობა მსგავს ქმედებაში. TDI-მ, საკუთარი პრინციპიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით ყველაფერი ნეგატიურ ტონებში „განმარტოს“ (თუ ეს ასე არ არის, მათგან ეკლესიაზე ერთი რომელიმე პოზიტიური „განმარტება“ დაასახელონ), ჩემი ქადაგება, სამწუხაროდ, ანტისემიტური მოწოდებების რანგში აიყვანა და ფართო საზოგადოებას წარუდგინა, როგორც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგადი სულისკვეთება.ყველასათვის ცნობილია, რომ ქრისტიანული მოძღვრების საწყისებში უფლის მიერ სწორედ ებრაელები (მოციქულები) იდგნენ, თუმცა TDI-ში საჭიროდ მიიჩნიეს ეს შეეხსენებინათ ჩემთვის. ქადაგება რამდენიმე ისტორიული ფაქტის გარდა შეეხო არა ებრაულ თემს, არამედ თანამედროვე საქართველოში მოქმედ TDI-ის ფორმატის ორგანიზაციებს. შეიძლება ითქვას, რომ ქადაგებიდან უკონტექსტოდ ამოღებული ფრაზების კომენტირებით სწორედ ეს ორგანიზაცია ცდილობს ეკლესიის ირგვლივ დაძაბულობის შექმნას, და ეს პირველი არ არის. წმინდა ამბროსი მედიოლანელი ქადაგებაში წარმოვაჩინე, როგორც კონფლიქტის მხარეთა შემრიგებელი, ხოლო დაპირისპირება, ამ შემთხვევაში რელიგიური ემოციების ფონზე მოხდა და არა ეთნიკური ფაქტორით, მით უმეტეს, რომ პირველ საუკუნეებში ქრისტიანთა შორის მრავალი ებრაელი იყო. ქადაგების პირველი ნაწილი, მთლიანობაში, ისტორიული თხრობაა. რწმენა, ისევე როგორც ურწმუნოება, არ ხასიათდება ეთნიკური ნიშნით. მით უფრო ქრისტიანობისათვის უცხოა მორწმუნე ერთობის, ნაციონალური ნიშნით დანაწევრება. ქართულ რეალობაში კი ებრაელ ხალხთან განსაკუთრებით თბილი და მეგობრული ურთიერთობა, ყველასთვის ცნობილია. ამაში ეკლესიის როლი უდავოდ დიდია და ამიტომაც სრულიად მიუღებელია ბრალდება, რომ ეკლესია თითქოს არ ემიჯნება ანტისემიტიზმს. ასევე დავამატებ, თუ ვინმემ ჩემს ქადაგებაში დაინახა ებრაელი ხალხის შეურაცხყოფის მცდელობა, მსგავსი არაფერი მიგულისხმია და, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ დაუშვებელია ნებისმიერი შეურაცხყოფა ეროვნული ნიშნით, მათ შორის ებრაელი ხალხისა, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით ახლობელია. ქადაგების მეორე ნაწილში, რომელიც თანამედროვე ქართულ რეალობას ეხება, გარკვევითაა ნათქვამი, რომ კონფლიქტი „ეთნიკური საზღვრით არ განისაზღვრება“ (ეს ფრაზა უცნაურად გამორჩა TDI-ს) და ამის შემდეგაა ნათქვამი: „ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ“. სწორედ ეს მიიღეს საკუთარ თავზე და შეეცადნენ ჩემი ნათქვამი წარმოეჩინათ, თითქოს ეს ებრაელ ერთან დაკავშირებით ვთქვი.დაბოლოს, ზუსტად შეასრულეს მათ ჩემი ნათქვამი: „ხუთი სიტყვიდან, ორს ამოიღებენ, აზრი იკარგება და საპირისპირო ხდება“. სავარაუდოდ გამართლდება ამ ქადაგების სხვა სიტყვებიც და გვეტყვიან: „ამხელა კულტურის შემქმნელ ეკლესიას ,უფლება მაინც არა აქვს, რომ ხმა ამოიღოს და თქვას, რომ შეწყდეს ცილისწამება“, რადგან ეს არის, თანამედროვე სტანდარტი, ეს არის სიტყვის თავისუფლებაო.TDI-ს მცდელობა წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომ შფოთი შემოიტანოს საქართველოს ეკლესიასა და ებრაელ ერს შორის საუკუნეების მანძილზე არსებულ კეთილ ურთიერთობებში.” – აღნიშნულია განცხადებაში.

მოგვიანებით იგივე განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა.

 

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის ქადაგებასა და მის შემდგომ განმარტებასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა:

“20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა, ქუთაის-გაენათის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე იოანე გამრეკელმა ბაგრატის ტაძარში წარმოთქვა ქადაგება, რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ამიტომ ჩემთვის იმედისმომცემი იყო 31 დეკემბერს მიტროპოლიტის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც მან განმარტა, რა იყო ნაგულისხმები მის სიტყვაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი პატივისცემა ებრაელი ხალხის მიმართ და დაგმო ანტისემიტიზმი.

ორი ათას წელზე მეტია საქართველო მშობლიური სახლია წარმატებული ებრაული თემისთვის და ჩვენი ქართველი მეგობრები და პარტნიორები ყოველთვის სამართლიანად ამაყობენ იმ ფაქტით, რომ მათ ქვეყანაში ანტისემიტიზმი ფაქტიურად არ არსებობდა. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეს უკანასკნელი განცხადება და ტოლერანტობის გზავნილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღემდე (27 იანვარი) და სულ რამდენიმე კვირაა გასული, რაც ისრაელმა – ებრაულმა სახელმწიფომ – გულუხვად გაიღო სახსრები და ასევე გადასცა აღჭურვილობა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისს, რათა დაეხმაროს საქართველოს Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში.

ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ახალ წელს შევხვდეთ ღრმა რწმენით, რომ ქართველებსა და ებრაელებს შორის მეგობრობა ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს და რომ რომ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს ქართულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს”. –წერია ელჩის განცხადებაში.

 

გაზიარება234

დაკავშირებული -პოსტები

14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   სასურველია, დღევანდელი დღე მეგობრების წრეში გაატაროთ, ხოლო თუ მხიარულ განწყობასაც შეიტანთ გარშემომყოფებში, მაშინვე გახდებით თავშეყრის სული და გული და კომპლიმენტებსაც მრავლად დაიმსახურებთ.   კურო   დაუვიწარი იქნება დღევანდელი...

დაწვრილებითDetails

ოქრო იაფდება, ვერცხლი კი ძვირდება-რა ღირს გრამი

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასი მცირედით იაფდება, თუმცა საგულისხმოა, რომ უკანასკნელ მონაცემებთან შედარებით გაძვირებულია ვერცხლი. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 695 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში...

დაწვრილებითDetails

მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება
მთავარი

2026 წლის ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. უფრო კონკრეტულად, ცვლილებების შედეგად, ორშაბათიდან პარასკევის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 13 მაისისთვის

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 14 მაისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6818, ევრო – 3.1404, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6245 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაცია, თითქოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არამიზნობრივად გახარჯა ბიუჯეტის სახსრები უცხოელ არალეგალთა ქვეყნიდან გაძევების პროცესში, არის სრული მანიპულაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების...

დაწვრილებითDetails

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს. როგორც ცენტრალური კრიმინალური...

დაწვრილებითDetails

ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დაბა ჩაქვში (ი. გოგებაშვილის II შეს. N 30) ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა...

დაწვრილებითDetails

ქრთამის აღების ფაქტზე მერის წარმომადგენლები დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
ქრთამის აღების ფაქტზე მერის წარმომადგენლები დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, გამოვლენილია კორუფციული ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც სამი პირი დაკავებულია, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის ორი წარმომადგენელი. პირველ შემთხვევაში, კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. მათ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"