“ფლურონა” კოვიდითა და გრიპის ვირუსით ერთდროულად ინფიცირებას ნიშნას. მსოფლიოში არსებობს შემთხვევები როცა ერთ ადამიანს ერთდროულად 2 ვირუსი აღენიშნება. ისრაელის ეროვნული covid-19-ის საკონსულტაციო კომიტეტის წევრის განცხადებით, შემთხვევები ჯერჯერობით გავრცელებული არ არის. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ “ფლურონას” შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდეს. ივანე ჩხაიძემ “ტვ პირველის” “დღის ამბების” ეთერში განაცხადა, რომ ერთადერთი გზა “ფლურონასგან” თავის დასაცავად კორონავირუსის და გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაა.
შესაძლებლობა, რომ ერთიდაიგივე ადამიანს ორივე ვირუსი აღენიშნოს რეალურია. ამისთვისაც არის ტერმინი ახალი შემოღებული “ფლურონა”, რომელიც ნიშნავს ერთდროულად გრიპისა და კორონავირუსის არსებობას ერთ ადამიანში.
ინფიცირება ერთდროულად გრიპითა და კორონავირუსით არის რისკის შემცველი. ჯერჯერობით საქართველოში ესეთი შემთხვევა დადასტურებული არ არის, მაგრამ მსოფლიოში ესეთი შემთხვევები არსებობს”, – ამბობს ივანე ჩხაიძე.
ერთდროულად ორი ვირუსის ცირკულირების შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2021 წლის სექტემბერში ივარაუდა და გაჩნდა ტერმინი “ტვინდემია”.
წყარო:tvpirveli.ge