“როგორ გაწირეს ქირურგებმა ბარიატრიული პროგრამა ანუ რატომ შეწყდა ბარიატრიული ოპერაციების დაფინანსება?”- წერს სოციალურ ქსელში ფეისბუქ გვერდი ყველაფერი მედიცინაზე
“სისტემური „ჩავარდნა“ თუ ექიმების პასუხისმგებლობა.
სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა ის, რაზეც უკვე ვსაუბრობდით: სახელმწიფო პროგრამა, რომელიც BMI > 40-50 პაციენტებს ეხმარებოდა, შეჩერებულია.
მიზეზი შოკისმომგვრელი სტატისტიკა:
საკონტროლო სკრინინგზე გამოძახებულთა 44% საერთოდ არ გამოცხადდა.
გამოცხადებული 56%-ის აბსოლუტურ უმრავლესობასთან დაფიქსირდა შეუსაბამობა ექიმის მიერ გაცემულ დოკუმენტაციასა და პაციენტის რეალურ მდგომარეობას შორის.
მარტივად რომ ვთქვათ, ხდებოდა დოკუმენტების გაყალბება და არასაჭირო ოპერაციების ჩატარება მხოლოდ ფინანსური სარგებლის გამო.
Შესაბამისად მივმართავ პაციენტთა სახელით ამ ქირურგებს,
„მადლობა“ ბარიატრიულ ქირურგებს, რომლებმაც საკუთარი ამბიციებისა და ჯიბის გასქელების გამო, რეალურად საჭიროების მქონე პაციენტებს სახელმწიფო დაფინანსების შანსი წაართვეს. ზოგიერთი მათგანი ამ „მიღწევებს“ სოციალურ ქსელებში ამაყადაც კი აზიარებდა. (აი ფოტოზევე რომ ჩანდა რომ ამ ადამიამის BMI ვერ იქნებოდა ფიზიკურად 40 და ოპერაციას მხოლოდ იმიტომ იკეთებს რომ ზარმაცია და ეზარწბა წონაში კლებისთვის შრომა)
სამართლებრივი ღონისძიებები ტარდება, მაგრამ საქმე უკვე გაფუჭებულია – ნდობა დაკარგულია, დაზარალებული კი ისევ პაციენტია.
საინტერესოა, იგივე ტიპის კონტროლი სხვა ქირურგიულ მიმართულებებზეც რომ ჩატარდეს, იქ რა სურათს მივიღებთ? (კარდიოქირურგიას და ზოგად ქირუეგიას გადაამოწმებდა კაცი პირველ რიგში)”- ვკითხულობთ ვრცელ პოსტში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში სულ 1073 ბარიატრიული (“კუჭის დაპატარავების“) ოპერაცია ჩატარდა. 1073 ოპერაციიდან 813 ქალს, ხოლო 260 კაცს ჩაუტარდა
მამუკა მდინარაძე ცდილობს ჩრდილიდან გამოსვლას, მას დაუნიშნეს ასინეთა, თუმცა ახლა ნებართვა აიღო, შინაპატიმრობიდან ათავისუფლებენ. შექმნა საკონსულტაციო კომპანია და ცდილობს ორი კაპიკი იშოვოს, იმიტომ, რომ ეს ორი კაპიკიც ბიძინა ივანიშვილთან ექნება...
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2.000 და 2.500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის სესხის მომსახურებაზე უფრო მკაცრი - 25%-იანი ლიმიტი გავრცელდება. ცვლილება ეხება სესხის მომსახურების კოეფიციენტს, რომელიც აჩვენებს, მსესხებლის ყოველთვიური შემოსავლის რა...
ადვოკატის, მარიკა არევაძის განცხადებით, რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება. როგორც უფლებადამცველი სოციალურ ქსელში წერს, გიორგი არევაძემ მასთან საუბრისას განაცხადა, რომ ფანჯრიდან, ორმა ბადრაგმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა,...
რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ერთ-ერთი კორპუსის მე-3 სართულის აივნიდან 12 წლის გოგო გადმოვარდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. 12 წლის გოგო სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის დროს კონტაქტური...
გუშინ დასრულდა ბიუჯეტის განხილვის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავდა კომიტეტებში და ფრაქციებში განხილვას. ამის შემდეგ შენიშვნებით გადავა მთავრობაში და გადამუშავებული ვარიანტი დაგვიბრუნდება ნოემბერში. რა აჩვენა ბიუჯეტის განხილვამ? - აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტი...
ბაღდათში შაქრო კვირიკაშვილს ემშვიდობებიან. იგი გახლდათ ბაღდათის საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენის კავალერი. შაქრო კვირიკაშვილის სახელი და საქმიანობა ბაღდათის ისტორიასთან, მის განვითარებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებასთან განუყოფლად არის დაკავშირებული. 1964 წლიდან...
საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი ცვალებადი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზის მიხედვით, ზოგიერთ რეგიონში ნალექია მოსალოდნელი, თუმცა ცალკეულ დღეებში გამოიდარებს და ტემპერატურაც შედარებით მოიმატებს. 13 ოქტომბერს ქვეყნის ცალკეულ რაიონებში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის...
ღვთისმშობლის ხატი - „ბოროტ ფიქრთა და ზრახვათა განმდევნელი“ - ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას არაწმინდა ზრახვების, სასოწარკვეთილების, სევდის, შფოთვისა, შიშების და დეპრესიის დროს... ლოცვა: ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთის მშობელო,წმიდითა და ყოვლადძლიერითა...
სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს: „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად...
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტმა თანატოლებისგან 22 000 ლარამდე მიითვისა და მიიმალა. ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. სტუდენტების განცხადებით, პრობლემის შესახებ საქმის კურსშია როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო....