ასეთი მდგომარეობა დახვდა მეგა ტვ-ის გადამღებ ჯგუფს ნიკეას ბაზრობაზე. როგორც ადგილზე მოვაჭრეებმა განგვიმარტეს მათ ნაწილს დახლების აღება მოუხდა. ალტერნატივა ან ბაზრის დახურულ ნაწილში შესვლა ან მანქანიდან ვაჭრობაა. თუმცა ორივე ვარიანტი მათთვის ეკონომიკურად წამგებიანია
სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება – სიახლე მძღოლებისთვის
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება. კირცხალიას თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული....









