
მიუნხენის “ბაიერნის” მცველს, ლუკას ერნანდესს მადრიდის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა და სასჯელის მოსახდელად მისი ესპანეთში ჩასვლა მოითხოვა. ერნანდესი ვალდებულია 19 ოქტომბერს სასამართლოში გამოცხადდეს, რათა სასჯელაღსრულების ის დაწესებულება აირჩიოს, სადაც პატიმრობას მოიხდის. ფეხბურთელი 2017 წლის თებერვალში თავის მეუღლე ამელია დე ლა ოსა ლორენტეზე ფიზიკური ძალადობის გამო დააკავეს.










