ქობულეთში, სოფელ ნაცხავატევში ავტოავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილია ჯონი ოქროპირიძე.
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იმყოფებოდნენ. მაშველებმა ხევიდან ავტომობილის ამოყვანა შეძლეს, თუმცა მძღოლი უკვე გარდაცვლილი იყო.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
ახალაგზრდა მამაკაცს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
“რატომ არ უნდა გაგრძელებულიყო თქვენი ბედნიერება საუკუნოდ
ჩემო ყველაზე მხიარულო გოგო, როგორ არ მემეტები ამ განსაცდელისთვის”
“რატოაა უსამართლო ეს ცხოვრება
რით განუგეშო” – წერენ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები.










