სენაკის მუნიციპალიტეტ სოფელ ახალსოფელში ოჯახი მიცვალებულს მეცამეტე დღეა არ ასაფლავებს და პერმანენტულ აქციებს აანონსებს.
გარდაცვლილი ქალის, ინეზა გოგიას ოჯახი აბაშის საავადმყოფოს ექიმებს, არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს.
ისინი აცხადებენ, რომ მედიკოსების შეცდომამ და არაკვალიფიციურმა მკურნალობამ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა და ქალი, არასწორი მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა.
ახლობლების თქმით, ქალი სამი დღის მანძილზე, აბაშის საავადმყოფოში მკურნალობდა კოვიდინფექციის დიაგნოზით, მას იქ მედიკამენტი გაუკეთეს, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
ოჯახი სიმართლის დადგენას ყველა ინსტანციაში ცდილობს.
ისინი ასევე სოციალურ ქსელში სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ.
„მე-13 დღეა, რაც მიცვალებული სახლში ასვენია.
1 – ძალით მოკლეს ადამიანი. 2. კეთილო ხალხო თქვენთვის ერთი თითის დაჭრა ისეთი არაფერია და ჩვენთვის ყველაფერია.
3 – Არ დაიზაროთ გადადით ბმულზე, მოიწონეთ სურათი (პოსტი) 4 – თქვენს (ხალხის) აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის – ანუ ოჯახის წევრებისთვის. Მე წინასწარ მადლობას გიხდით.
5 – კიდევ ერთხელ გთხოვთ უყურადღებოდ არ დავტოვოთ. 6 – მეგობრებო აი ეს ადამიანი – ინეზა გოგია -ალანია. რამდენიმე დღის წინ მქონდა პოსტი ამ ტრაგედიის შესახებ! 7 – ეს ფოტო საცხა 2 (ორი) თვის წინ გადაღებულია და აშკარად ჩანს – ჯანმრთელი,სიცოცხლით სავსე ადამიანი! #ასი100 % … ჩანს რომ – არანაირი ავადმყოფობა არ ემუქრება ახლო მომავალში!”,-წერს ოჯახის ახლობელი აკაკი მამულია.
სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, მათ გარდაცვლილი ქალის ოჯახთან კომუნიკაცია უჭირთ.
„ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას და მანამდე არ აპირებენ ცხედრის დასაფლავებას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი რაიონულ პროკურატურაში დაწყებულია მოკვლევა“,-უთხრა მან „პრაიმტაიმს”










