LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” ავთანდილ ბილანიშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია, ის ციხეშია!” – სპეციალური პენიტენციური სამსახური

“ავთანდილ ბილანიშვილი დუმილის უფლებას იყენებს და ახალ ბრალდებას არ აღიარებს” – ადვოკატი

დაპოსტა 2026/11/13-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ე.წ. კრიმინალური ავტორი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ დავით ფეიქრიშვილის ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტს არ აღიარებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბილანიშვილის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ განუცხადა, ბრალი აბსურდულია და ის მხოლოდ დაზარალებულის, დავით ფეიქრიშვილის მიერ მიცემულ ჩვენებას ეფუძნება.

„ავთანდილ ბილანიშვილს ბრალი წაუყენეს, ეს გახლავთ სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილი. აღნიშნულ ბრალდებას არ ვეთანხმებით, ეს ბრალი ძალიან აბსურდული და ჩვენთვის მიუღებელია, ვდაობთ და ვნახოთ, სასამართლოში ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე ბრალდება ამ მოცემულობას როგორ შეინარჩუნებს და სასამართლო ამაზე გამამტყუნებელ განაჩენს როგორ დააყენებს… ის წარდგენილ ბრალდებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ ეთანხმება. ვნახოთ, სასამართლო წინ არის. დადასტურდება ის გარემოება, რომ ავთანდილ ბილანიშვილს წარდგენილ ბრალში ქმედება არ განუხორციელებია. რა თქმა უნდა, შევხვდი, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, მიგვაჩნია, რომ ეს აბსურდული ბრალდებაა, საგამოძიებო მოქმედებებში ჩვენც ვერთვებით, ბრალდების მხარის იმედზე ნამდვილად არ ვართ“, – განაცხადა აბესაძემ.

კითხვაზე, ავთანდილ ბილანიშვილი იმასაც უარყოფს თუ არა, რომ ის საერთოდ იმყოფებოდა დავით ფეიქრიშვილის საკანში, ადვოკატი არ პასუხობს.

„დაელოდეთ საგამოძიებო მოქმედებებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. თქვენ გინდათ, რომ მე მივცე ჩვენება, მე ვითანამშრომლო ტელევიზიებთან, ჟურნალისტებთან, დავარღვიო დაცვის უფლებები?“ – აცხადებს აბესაძე.

ის ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, „კაწრო“ გლდანის ციხიდან ქსნის დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„ციხის უსაფრთხოების პრეროგატივაა, ვის, სად გადაიყვანენ, ციხე, ციხეა ყველგან. ქსანში იმყოფება, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, სანატორიუმია, დასასვენებელი სახლია, თუ რა? – ციხეა“, – აცხადებს აბესაძე.

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების საკანში, დავით ფეიქრიშვილზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს – გიორგი პატარიძეს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს – რამაზ ფირცხალავას და №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2026 წლის 16 ოქტომბერს ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები – ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის – რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს, რის შემდეგაც ისინი, 2026 წლის 20 ოქტომბრამდე დავით ფეიქრიშვილის წინააღმდეგ ჯგუფურ ძალადობას ახორციელებდნენ. ძალადობის შედეგად დავით ფეიქრიშვილმა სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა მიიღო.

პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს – გიორგი პატარიძეს, ბრალდება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს – რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ. აღნიშნული დანაშაულები, სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის ჯარიმებს ორგანიზაცია RAF-ი დაფარავს

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის ჯარიმებს ორგანიზაცია RAF-ი დაფარავს
მთავარი

მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს დღეს გაათავისუფლებენ. მათზე თავდამსხმელებს უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის ერთ-ერთ წევრს კი სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა. ასევე მოხდება მათი...

დაწვრილებითDetails

ხარაგაულში, 70 წლამდე მასწავლებელი მამაკაცი, მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სკოლის მასწავლებელი მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. 70 წლამდე მამაკაცი დაახლოებით 10 დღის წინ დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

შვილმა დედა დაჭრა – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კახეთის რეგიონში, კერძოდ,...

დაწვრილებითDetails

მამუკა ხაზარაძე, სამხრეთ ამერიკაში ავარიაში მოჰყვა

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
ეს კანონი არის ძალადობა ქალაქზე და ადამიანზე – მამუკა ხაზარაძე სამშენებლო ამნისტის შესახებ
მთავარი

პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სამხრეთ ამერიკაში ავარიაში მოყვა. პარტიის ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ 4 დღის წინ მოხდა. ავარიის შედეგად მამუკა ხაზარაძეს ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება. როგორ პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, მამუკა...

დაწვრილებითDetails

ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ
მთავარი

თავდასხმა მერაბ დვალიშვილზე - Croco. ge-ის ინფორმაციით, ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ რაც შეეხება იზოლატორში გადაყვანილ მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს, ისინი...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ, დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძესა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორ რამაზ ფირცხალავას ბრალი წარუდგინა

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

პროკურატურამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძესა და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებულ დავით ფეიქრიშვილზე საკანში თავდასხმის საქმეზე ბრალდება წარუდგინა. გიორგი პატარიძეს გამოძიება...

დაწვრილებითDetails

თბილისში სკოლის მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

თბილისში, სკოლაში 76 წლის მასწავლებელი მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მშობლები ამბობენ, რომ მოზარდმა მეგობრის დახმარებით ვიდეომტკიცებულების გადაღება შეძლო, რის შემდეგაც პოლიციას მიმართა. პირი სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

ლილე სვანაძე ევროპის ჩემპიონია

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
ლილე სვანაძე ევროპის ჩემპიონია
მთავარი

ლილე სვანაძემ ჭადრაკში, 10-წლამდე გოგონათა შორის, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა! საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ლილემ ბრწყინვალედ იასპარეზა: ცხრა ტურის განმავლობაში შვიდი პარტია მოიგო, ორი კი ყაიმით დაასრულა. 8...

დაწვრილებითDetails

თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია სამი პირი

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

“თანასოფლელი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა” – შსს

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"