
ლიონელ მესი კატალონიის “ბარსელონას” რიგებში ასპარეზობას აღარ აპირებს. მართალია “ბარსელონას” პრეზიდენტმა , ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ 34 წლის არგენტინელის დაბრუნებას არ გამორიცხავს, რომელმაც კლუბი გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. რაც შეეხება მესის პოზიციას, ის დაბრუნებას არ აპირებს , რადგან კლუბი თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ დატოვა. მიმდინარე სეზონში “პსჟ”-ს რიგებში ლეომ ყველა ტურნირზე ერთად 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.










