91 წლის ქართველი ბლოგერი ბებო, ლამარა აბჟანდაძე 2022 წელს აჯამებს. ფეისბუკ პოსტში ის მხოლოდ კარგზე საუბარს ამჯობინებს და წლის საუკეთესო ამბათ ,,21-ე საუკუნის ბებოს” სტატუსის მიღებას ასახალებს. ლამარა აბჟანდაძე ამისთვის მადლობას უხდის ქუთაისელ ჟურნალისტს, ირაკლი ვაჩიბერაძეს.
,,2022 წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ წელს ბევრი კარგი რამ მოხდა ჩემ ცხოვრებაში. ცუდიც, მაგრამ ნება მიბოძეთ ცუდზე არაფერი ვთქვა. ყოველივე ცუდი გავაყოლოთ 2022 წელს. კარგი კი არა უკარგესი კი იყო ის, რომ მთავარი არხის საუკეთესო ჟურნალისტმა, შესანიშნავმა ადამიანმა ირაკლი ვაჩიბერაძემ 21-ე საუკუნის ბებო მიწოდა. მე ძალიან ამაყი ვარ ამ ტიტულით.. ვეცდები გავამართლო ასეთი ღირსეული ტიტულის მონიჭება. უღრმესი მადლობა ბატონო ირაკლი. გპირდებით, გვერდში ამოვუდგე ჟურნალისტებს უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთიანი ძალით აუცილებლად მივაღწევთ მიზანს დავამარცხებთ უსამართლობას.” – წერს სოციალურ ქსელში ლამარა აბჟანდაძე.
პოსტს კომენტარებში ეხმაურება თავად ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე და წერს:
,,ქალბატონო ლამარა, ნამდვილად, თქვენ ხართ 21-ე საუკუნის ბებო.❤️❤️❤️❤️”










