ხანდაზმული ბლოგერი ლამარა აბჟანდაზე ნიკა მელიას დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ის აქციაზე წასვლას აპირებს. იქვე facebook მეგობრებს ეკითხება, შეუერთდებიან თუ არა მას.
“დღევანდელი დღის საშინელი მოვლენების შემდეგ, გთხოვთ, მომისმინეთ : ჩემი , 90 წლის მოქალაქის შეფასება ამ მოვლენების ავტორის ღარიბაშვილისა: ესაა საერთოდ კაცთმოძულე, ქართველების მოძულე, ცივსისხლიანი, ქართველების სისხლმოწყურებული პირსისხლიანი ვამპირი. ეს არა კაცი ფსიქიურადაც დაავადებულია, მას სიამოვნებს ყველაფრის იარაღით და მხუთავი გაზით მოგვარება და ასე “აგვარებს” კიდეც მოლაპარაკების ნაცვლად ოპოზიციასთან ურთიერთობას.ოპოზიციონერი ლიდერების დასჯა- დაპატიმრება აი მისი მოქმედების გეგმა. იმ საშინელ სსრკ-შიც არ მინახავს ასეთი ფსიქოპატ- ვამპირი. ვინც მეთანხმდებით გააზირეთ. მე 90 წლის ლამარა აბჟანდაძე მივდივარ აქციაზე. თქვენ?” – წერს ლამარა აბჟანდაძე.
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.
მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.