LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს

რას ითვალისწინებს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი

დაპოსტა 2023/11/15-ში
A A
77
ნახვა
გაზიარება

პარლამენტი 15 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს.

მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს სესიაზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარადგენს.

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრები: – რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,2%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ს შეადგენს.

მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3%-ს შეადგენს და იგივე მაჩვენებელი შენარჩუნებულია მომდევნო წლებშიც. საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია და 2.8%-ს შეადგენს.

ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 85.4 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 8 500 დოლარს აჭარბებს. 2027 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 108.0 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 10 800 დოლარს გადააჭარბებს.

ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2,5%-ს შეადგენს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 38,2%-ის ფარგლებშია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საფინანსო სექტორის მოგების გადასახადის განახლებული მაჩვენებლისა და სათამაშო ბიზნესის საგადასახადო განაკვეთების ზრდა 2024 წლის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს 700,0 მლნ ლარით ზრდის. შესაბამისად, ამავე მოცულობით იზრდება ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და 28,5 მლრდ ლარს შეადგენს.

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება დამატებით გაზრდილია 65,0 მლნ ლარით და ჯამში 7 800,0 მლნ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის პირველად ვარიანტში გათვალისწინებული იყო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსიის 50 ლარით ზრდა და განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 500 ლარს გაუტოლდება.

70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და 315 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 380 ლარს გაუტოლდება.

გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 50 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით.

ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,6 მილიარდი ლარი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა.

დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 230,0 მლნ ლარი. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე მუნიციპალური ბიუჯეტებიდან გამოიყოფა 300,0 მლნ ლარზე მეტი.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დამატებით გამოყოფილი 65,0 მლნ ლარის ფარგლებში განხორციელდება: – სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიებისთვის არსებული ზედა ზღვრის (560 ლარი) გადაანგარიშება 1 000 ლარამდე. ამავდროულად, პოლიციელებსა და ჯარისკაცებზე, ნამსახურების თითო წელს განსაზღვრული თანხის საშუალოდ 20%-იან ზრდა. უწყების ინფორმაციით, შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება იმ პირთა კომპენსაციები, რომლებიც იღებდნენ მაქსიმალურ ზღვარს, ხოლო სხვა პირთა კომპენსაცია საშუალოდ 20%-ით გაიზრდება.

საყოფაცხოვრებო სუბსიდიის 7 ლარიანი მოცულობა გაიზრდება 40 ლარამდე, 22 ლარიანი – 60 ლარამდე, ხოლო 44 ლარიანი – 80 ლარამდე.

გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება, რითაც შესაძლებელი იქნება პენსიონერთათვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება სრული წლის განმავლობაში.

განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 160,0 მლნ ლარით (ჯამურად580,0 მლნ ლარით იზრდება), რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია:

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა – სრული დატვირთვის (კვირაში არანაკლებ 18 საგაკვეთილო საათი) მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება გაიზრდება 500 ლარით. ამ მიზნით პირველად ვარიანტთან შედარებით დამატებით 30,0 მლნ ლარი გამოიყო;

საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა;

საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 450,0 მლნ ლარამდე – ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით დაფინანსება გაზრდილია 104,0 მლნ ლარით;

საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 225,0 მლნ ლარზე მეტი მიიმართება;

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების 100 ლარიანი ზრდა.

კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან 850,0 მლნ ლარზე მეტი მიიმართება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 480,0 მლნ ლარი. ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით დამატებით 20,0 მლნ ლარი გამოიყო.

თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 250,0 მლნ ლარზე მეტით იზრდება (პირველად ვარიანტთან შედარებით დაფინანსება გაზრდილია 65,0 მლნ ლარით), რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა. თავდაცვის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 330,0 მლნ ლარი.

ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ჯამში 6.5 მილიარდ ლარზე მეტი მიიმართება, მათ შორის: – საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1,7 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას 1,2 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება;

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 2,0 მილიარდ ლარზე მეტი (დამატებით110,0 მლნ ლარი გამოიყო).

წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე 500,0 მლნ ლარამდე მიიმართება.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 800,0 მლნ ლარზე მეტი (ბიუჯეტის პირველ ვარიანტთან შედარებით დაფინანსება გაზრდილია 104,0 მლნ ლარით).

ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 170,0 მლნ ლარზე მეტი. ენერგო ინფრსტრუქტურისთვის გათვალისწინებულია 120,0 მლნ ლარი.

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით 2024 წელს გათვალისწინებულია 300,0 მლნ ლარზე მეტი.

სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 580,0 მლნ ლარზე მეტი.

გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 180,0 მლნ ლარზე მეტი.

2024 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.

სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 24 865,5 მლნ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 704,3 მლნ ლარით.

გაზიარება31

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მანანა ტურფა ნებულიშვილი. "#5 ფილიალის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ძვირფასი კოლეგისა და მეგობრი მანანა ტურფა ნებულიშვილის  გარდაცვალების გამო ​შეუძლებელია სიტყვებით იმ დიდი...

დაწვრილებითDetails

“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა "ტიკ-ტოკერი" ზურაბ კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სასამართლომ 20 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, სოციალური ქსელ „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით მოქალაქეებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

20 წლის ბიჭი შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

კახეთში 20 წლის ახალგაზრდას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდანავრცელებს. როგორც ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი სოციალური...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა
მთავარი

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა, საჯავახოს მონაკვეთზე. ინფომრაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით,ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა . შედეგად დაშავდა ერთი ტრაილერის მძღოლი. შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – ნიგერიის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ირანის,...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი შვილიშვილის იძულებით ქორწინების ბრალდებით ბებია დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
შეიძლება თუ არა მაისში ქორწინება? – რას ამბობს რელიგია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით,...

დაწვრილებითDetails

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს
მთავარი

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე 25 წლის კაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ამინა ბიკბოვა გაგრაში დასასვენებლად იმყოფებოდა. მას შემდეგ,...

დაწვრილებითDetails

პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა
მთავარი

ხელვაჩაურში ავარიის შედეგად დაღუპული მცირეწლოვანი სანი ცეცხლაძეა. „ბაგა ბაღ „სანშაინს“ უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩვენს ბაღს მისი პატარა ანგელოზი, სანი, მოაკლდა. დღეს გლოვობს არა მხოლოდ ჩვენი ბაღი და ჯგუფი „ცისარტყელა“....

დაწვრილებითDetails

ლოცა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

28 სექტემბერს ალავერდობაა. 13 ასურელი მამათაგანის იოსებ ალავერდელის ხსენების დღე. ტროპარი იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა და თაყუანის-ცემასა შესწირვენ ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაი, მზრუნველი და მეოხი, და შეიცვენ...

დაწვრილებითDetails

 დღეს ალავერდობაა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ალავერდის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

დღეს ალავერდობაა - მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის ხსენებას აღნიშნავს. განსაკუთრებულია ზეიმია ალავერდის მონასტერში - მიტროპოლიტმა დავითმა, ეპარქიის წარმომადგენლებთან ერთად ღამისთევის მსახურება აღავლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდში მორწმუნეები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"