საახალწლოდ ღონისძიებების ორგანიზებისათვის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით ტრადიციულად
- 31 დეკემბერს პატარებს ტკბილეულს თოვლის ბაბუა დაურიგებს. 12:00 სთ-დან – 13:00 სთ-მდე (1 დღე).
- გაიმართება ბერიკების თეატრალური წარმოდგენა
- დაგეგმილია ასევე საბავშვო წარმოდგენის გამართვა საახალწლო თემატიკაზე, კოსტიუმირებული პოპულარული ანიმაციური ფილმების პერსონაჟების მონაწილეობით .ღია ცის ქვეშ 31 დეკემბერს 13:00-დან 15:00 სთ-მდე
- საახალწლო საცირკო წარმოდგენა
- დრამერების შოუ-მსვლელობა
- სანტაკლაუსების კოსტუმირებული ველომსვლელობის ორგანიზება
- გოზინაყის დამზადება.
სასაჩუქრე ნობათის (კალათის) დამზადება - გალა კონცერტი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ( 31 დეკემბერს 21:00 სთ-ზე )
- საშობაო მსვლელობა 2022 წლის 7 იანვარს