მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცია. ის სამხედროში 11 წელი მსახურობდა – ამის შესახებ ქუთაისში დაჭრილი მამაკაცის დედამ “ნიურპესს” განუცხადა.
მისი თქმით, არ იცის მის შვილს ვინ ესროლა, მაგრამ გაიგო, რომ მას უცნობი პირი დაედევნა და რამდენჯერმე ავტომატიდან ესროლა.
მისივე თქმით, მის შვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ოჯახი დამნაშავის დასჯს მოითხოვს.
კლინიკაში იმყოფებიან დაჭრილი მამაკაცის ოჯახის წევრები.
ცნობისთვის, შემთხვევა დღეს, ახალგაზრდობის გამზირზე მოხდა, დაჭრილ მამაკაცს პირველადი დახმარება ადგილობრივებმა აღმოუჩინეს, საავადმყოფოში კი მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 -108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.










