LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რას ამბობს ადვოკატი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის დაკავებაზე

რას ამბობს ადვოკატი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის დაკავებაზე

დაპოსტა 2025/10/31-ში
A A
120
ნახვა
გაზიარება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დაკავებით გაოგნებულია, – აღნიშნულის შესახებ მისმა ადვოკატმა გოჩა კვირიკაშვილმა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„პოზიციას მას შემდეგ მოგახსენებთ, რაც ბრალს წაუყენებენ. არ იცის თვითონაც, გაოგნებულია. ძალიან მხნედ არის, რასაც ედავებიან, ის მის კომპეტენციაში შედიოდა თუ არა, ამას გავარკვევთ. რის საფუძველზეა დაკავებული, აქვთ თუ არა მტკიცებულებები, ამას მას შემდეგ გავიგებთ, რაც საქმის მასალებს გავეცნობით. მინისტრს ჰყავს მოადგილეები, კონკრეტულად მის კომპეტენციაში შედიოდა თუ არა რასაც ედავებიან, არ იცის. ის ქუთაისში დააკავეს, დაკითხული არ არის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კითხვაზე, “ლაგი კაპიტალსის” დაკავებულ ხელმძღვანელებს ხომ არ იცნობს გაბუნია, ან ხომ არ მფარველობდა ის, ადვოკატი უარყოფით პასუხს სცემს.

“არა, ის კერძო კომპანიაა, მინისტრის მოადგილეს რამე კომპეტენცია, რომ მონიტორინგი გაეწია, არ ევალებოდა. ამას ვნახავთ საქმის მასალებშიც. ვნახავთ, რა მასალები აქვთ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას რომ ედავებიან, ეს ტელევიზიით გაჟღერდა. კონკრეტულად მტკიცებულებები უნდა გვანახონ, რომ დავრწმუნდეთ, გადააჭარბა თუ გულისხმიერად არ შეასრულა სამსახურებრივი უფლებამოსილება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კითხვაზე, თანამშრომლებს თუ არა მინისტრის ყოფილი მოადგილე გამოძიებასთან, ადვოკატი პასუხობს, რომ გაბუნია “გაეცნობა ბრალს, რას ედავებიან და იქიდან გამომდინარე გადაწყვეტენ”.

როგორც უფლებადამცველები აღნიშნავენ, ჩხრეკის შედეგად მობილური ტელეფონებია ამოღებული.

“ამოღებულია მობილურები, ნახავენ, თუ არის რამე მნიშვნელოვანი. ფულის ამოღებაზე ინფორმაცია არც გაჟღერებულა… ის ჩინოვნიკი იყო, ვიცი რომ მას მორალური მხარდაჭერა არ აქვს, საზოგადოებრივ აზრს ტელევიზიებიც ქმნიან, მაგრამ ისე არაა ყველაფერი, როგორც აჟღერებენ”, – განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, უკვე დაკავებულთაგან ვინმემ მიაცა თუა არა კობა გაბუნიას წინააღმდეგ ჩვენება, კვირიკაშვილი დადებით პასუხს სცემს.

“ბრიფინგიდანაც ხომ მოისმინეთ, რომ ვიღაცამ ჩვენება მისცა, თითქოს, დაკავებულმა პირმა, რაღაც განახორციელა, ვნახოთ, სხვა მტკიცებულება თუ ექნებათ”,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

გაზიარება48

დაკავშირებული -პოსტები

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 6, 2026
0
სომხეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით ორი რუსი სამხედრო დააკავეს
მთავარი

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.  35 წლის კაცს რესტორანში, ჩანთის მოპარვას ედავებიან, რომელშიც 2 000 ევრო იდო. იტალიის ქალაქ ნოვენტა-დი-პიავეში სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. 35 წლის მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი მოსწავლეს დაეჯახა, მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 6, 2026
0
AMBULANCE – რატომ აწერიათ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს წარწერა უკუღმა?
მთავარი

“კიდევ ერთი მსხვერპლიანი ავარია გორში. როგორც ჩანს გორში მომხდარი ტრაგედია, როცა მთვრალმა მძღოლმა დედა-შვილი დახოცა, ბევრისთვის ჭკუის სასწავლებელი არ აღმოჩნდა. წუხელ მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. მძღოლი სავარაუდოდ მთვრალი იყო. მოსწავლე...

დაწვრილებითDetails

სეტყვა, ძლიერი ქარი, შტორმი – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

7 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია დრო­გა­მოშ­ვე­ბით ნა­ლე­ქი, და­სავ­ლე­თის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში - შიდა ქარ­თლში, ასე­ვე მთი­ან და მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში ზო­გან ძლი­ე­რი ინ­ტენ­სი­ვო­ბის. შე­საძ­ლე­ბე­ლია ელ­ჭე­ქი და სე­ტყვა, ზღვა­ზე 4-5 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მი....

დაწვრილებითDetails

ავა­რი­ას ემსხვერ­პლა ჩვე­ნი სიძე ვა­ლე­რი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ხოლო მისი მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ – თბილისი-მოსკოვის რეისზე, ავარიის დროს დაღუპულის ოჯახს დახმარება სჭირდება

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
ავა­რი­ას ემსხვერ­პლა ჩვე­ნი სიძე ვა­ლე­რი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ხოლო მისი მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ – თბილისი-მოსკოვის რეისზე, ავარიის დროს დაღუპულის ოჯახს დახმარება სჭირდება
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუ­სეთ­ში, სტავ­რო­პო­ლის მხა­რე­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­დან მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­ბუ­სი "კა­მა­ზის" მარ­კის სატ­ვირ­თოს შე­ე­ჯა­ხა და თხრილ­ში გა­და­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც კი 7 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ერთ-ერთი და­ღუ­პუ­ლი ვა­ლე­რი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნია, რომ­ლის...

დაწვრილებითDetails

„დნმ-ის დაზიანების რისკი“ – შებოლილი არომატიზატორები აიკრძალა

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
„დნმ-ის დაზიანების რისკი“ – შებოლილი არომატიზატორები აიკრძალა
მთავარი

2026 წლის 1 ივლისიდან ევროკავშირში საკვები პროდუქტების უმეტესობაში გარკვეული შებოლილი არომატიზატორების გამოყენება აღარ შეიძლება. შეზღუდვა შეეხო ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: ჩიფსები, სხვადასხვა ხემსი, BBQ და გრილის სოუსები, მზა სუპები და კერძები,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ახალგაზრდებს ნარკობიზნესში ჩართვას ტელეგრამ არხებზე სთავაზობენ

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
საქართველოში ახალგაზრდებს ნარკობიზნესში ჩართვას ტელეგრამ არხებზე სთავაზობენ
მთავარი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო-მასალა, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ ნარკორეალიზატორები დანაშაულებრივ სქემაში ახალგაზრდების ჩათრევას მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ ცდილობენ. ე.წ. დამდებებს ტელეგრამ არხებზე ეძებენ და მათ კვირაში 1500 დოლარს სთავაზობენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ საქართველოში ნარკოტიკების...

დაწვრილებითDetails

ნეპალში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
ნეპალში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს
მთავარი

ნეპალში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნეპალში, სტიქიიდან 10 დღის შემდეგ, ზემო ტრიშული-1 ჰიდროელექტროსადგურის გვირაბში ჩარჩენილი ჩინეთის მოქალაქე ცოცხლად ამოიყვანეს. გადარჩენილი ჩინეთის მოქალაქე ნეპალის არმიამ...

დაწვრილებითDetails

“ქართულმა ოცნებამ” ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
“ქართულმა ოცნებამ” ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
მთავარი

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ამომრჩეველთან შეხვედრა გაიმართა ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები: ვაჟა ხელაძე, ნანული ხინიკაძე, ირაკლი...

დაწვრილებითDetails

ცნობილია თუშეთში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
ცნობილია თუშეთში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა
მთავარი

თუშეთში მომხდარი  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად,  34 წლის სიმონ ხეჩაშვილი გარდაიცვალა. მამაკაცი წარმოშობით ახალციხიდან არის და თუშეთში, ჰესის თანამაშრომელი იყო. ავარია სოფელ ქვემო ომალოში, ვიზიტორთა ცენტრსა და პოლიციას შორის ტერიტორიაზე მოხდა....

დაწვრილებითDetails

შუალედური არჩევნების ჩატარებაზე 1 მილიონ 117 ათასი ლარი დაიხარჯება

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
ქუთაისში ამ ეტაპზე 11 390-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა
მთავარი

3 ოქტომბერს ოთხ მუნიციპალიტეტში გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნები სახელმწიფო ბიუჯეტს 1 მილიონ 117 ათასი ლარი დაუჯდება. თანხა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"