ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი, ზურა ბაკურაძე გარდაიცვალა.
ონის მერიის ინფორმაციით, ონში გზა ჩავარდა. მძიმე ტრავმების გამო მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
როგორც ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელმა, მაია გობეჯიშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, იმ ადგილას, სადაც მომღერალი გადაადგილდებოდა, ტრანსპორტისთვის გზა არ არის.
„გზა ჩაუწყდა. ფეხით იყო, ტრანსპორტი იქ არსად ჩანდა. გამითიშეს ტელეფონი. ახლა უნდა გადაასვენონ ონის საავადმყოფოში“,- განაცხადა მაია გობეჯიშვილმა.
მომღერალს რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა. ზურა ბაკურაძე რაჭაში, დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. დაკრძალვის შემდეგ ის რამდენიმე დღით რაჭაში დარჩა.










