ქვეყანაში აცრა 12 წლიდან უნდა იყოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საუბრობს.
ფხაკაძის თქმით, სკოლა უნდა გადაიდოს 1-ელ ნოემბრამდე.
“ცუდ რამეს ვიტყვი, მაგრამ სიმართლეს – ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც ახლა საარჩევნო პროცესში იღებს მონაწილეობას, არიან საქართველოს გენოციდში მონაწილეები!
რამდენჯერ ვთქვა?! – ქვეყანაში აცრა 12 წლიდან უნდა იყოს! სკოლა უნდა გადაიდოს 1-ელ ნოემბრამდე, გადადით ონლაინ სწავლებაზე, ამისთვის მოემზადეთ, სკოლის მთელი პერსონალი, ყველა სამედიცინო დაწესებულების, ყველა სააფთიაქო ქსელის ყველა თანამშრომელი უნდა იყოს აცრილი! უნდა გაკეთდეს შესაბამისი ბრძანებები,” – აცხადებს ფხაკაძე










