ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი მის ქვეყანაში მყოფ მოქალაქეებს ურჩევს, რომ თვალყური ადევნონ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. მისი თქმით, ისრაელის ავიაკომპანიები აგრძელებენ მუშაობას.
ელჩმა თქვა, რომ რამდენიმე ეთნიკურად ქართველი არის მძიმე მდგომარეობაში, მას ზუსტი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
“ჩემი რჩევა იქნება, რომ თვალყური მიადევნოთ იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. თქვენ იცით, რომ ძალიან დახვეწილი საჰაერო თავდაცვის სისტემა გვაქვს, ტურისტია, თუ მოსახლე, ყველას ვურჩევთ, რომ რეკომენდაციები გაითვალისწინოს, რომელიც თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა გაცემული, თავი შეაფარონ საჭირო დროს თავშესაფარს. […] ისრაელის ყველა ავიაკომპანიაა გააგრძელებს მუშაობას. მთელი მსოფლიოდან ძალიან ბევრი ადამიანი ბრუნდება ისრაელში, იმისთვის, რომ შეუერთდეს თანამემამულეებს და ჩაერთოს ამ თავდაცვის ომში.
ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ადამიანების უსაფრთხოება შევინარჩუნოთ. ჩვენ ვიცით, რომ აშკელონში იყო საშინელი თავდასხმა და შეტევა და იქ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს საქართველოდან წასული, რომლებმაც 70-იან წლებში დატოვეს საქართველო, ვიცით, რომ რამდენიმე ქართველი არის მძიმე მდგომარეობაში, ერთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია”, – ამბობს ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი. [სინქრონული თარგმანი]
დღეს ცნობილი გახდა, რომ დაიღუპა კიდევ ერთი ეთნიკურად ქართველი დადო ჩიკვილაშვილი, რომელიც ღაზის საზღვართან ახლოს, მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. “მთავარ არხს” ინფორმაციას ოჯახის წევრები უდასტურებენ. ამ ფესტივალზე მყოფ კიდევ ერთ ქართველ ებრაელ გოგოს თამარ გოლდბერგს ეძებენ.
mtavari.tv









