LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პროკურატურა შეუვალი იქნება – გიგა ავალიანის საქმის პროკურორი

პროკურატურა შეუვალი იქნება – გიგა ავალიანის საქმის პროკურორი

დაპოსტა 2026/03/26-ში
A A
1.1k
ნახვა
გაზიარება

ჩვენს მიერ გამოძიებული საქმე არის საფუძველი, მომავალში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგომად , – ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი მასწავლებლის დედამ, მოსამართლესთან მკაცრი პოზიცია დააფიქსირა ბრალდებულებთან დაკავშირებით.

“დღევანდელ პროცესზე დაზარალებულის უფლებამონაცვლის, ეკა კუპატაძის გამოკითხვა მოხდა. მისი გამოსვლა მხოლოდ ემოციური და მორალურად მძიმე არ იყო, არამედ მოვისმინეთ სამართლებრივი შეფასებებიც, მისი ლოგიკური აზროვნების შედეგად გაკეთებული დასკვნები. ასევე, მკაცრი და შეუვალი პოზიცია ბრალდებულების დასჯასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ გამოძიებული საქმე არის საფუძველი, მომავალში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგომად”, – განაცხადა ქეთევან სონიძემ.

პროკურორის თქმით, გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს და შესაძლებელია დაკავებულთა წრე გაიზარდოს.

“რაც შეეხება გიორგი მალანიას, ეს არის საქმეში მოწმის სტატუსით არსებული არასრულწლოვანი პირი, რომელიც ეკა კუპატაძის სასწავლო ცენტრში ემზადებოდა, აქ დადიოდა და იყო ნია იმნაძის ახლობელი, ამიტომ დაზარალებულს გაუჩნდა ვარაუდი, რომ სწორედ მალანიამ მიაწოდა გიგა ავალიანის საცხოვრებელი მისამართი თავდამსხმელებს. ამ მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს და თუ გამოიკვეთება მისი დანაშაულებრივი ქმედება, პროკურატურა შეუვალი იქნება და არ დაინდობს არავის თუ დადგება ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი. გამოკითხვის დროს, მალანია ადასტურებს, რომ სატელეფონო კავშირი ჰქონდა ალექსანდრე გაბაშვილთან, მაგრამ არ ადასტურებს, რომ მან მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით რაიმე იცოდა.

რაც შეეხება ნია იმნაძეს, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ველოდებით მტკიცებულებების შედეგებს. გამოძიება მუშაობს იმაზე, რომ გამოიკვეთოს ნია იმნაძეს ჰქონდა თუ არა ინფორმაცია დანაშაულის ჩადენამდე, ასევე იმაზეც, ჰქონდა თუ არა დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია. თუ ეს ყველაფერი დადასტურდება და შეიქმნება მტკიცებულებათა ჯაჭვი, ბუნებრივია პროკურატურა ამ მიმართულებითაც არ დაიხევს უკან”,- განაცხადა პროკურორმა ქეთევან სონიძემ.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.

გაზიარება458

დაკავშირებული -პოსტები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ეგვიპტის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ეგვიპტის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად...

დაწვრილებითDetails

ქუთასელმა ანა ჭანტურიამ, სპორტულ აკრობატიკაში ოქროს მედალი მოიპოვა

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ქუთასელმა ანა ჭანტურიამ, სპორტულ აკრობატიკაში ოქროს მედალი მოიპოვა
მთავარი

ქუთასელმა ანა ჭანტურიამ, სპორტულ აკრობატიკაში ოქროს მედალი მოიპოვა - ინფორმაციას ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლა ავრცელებს. ,, საამაყო წარმატება სპორტულ აკრობატიკაში! სიხარულითა და დიდი სიამაყით გვინდა მივულოცოთ ჩვენი სკოლის VIII ბ...

დაწვრილებითDetails

აფთიაქებისა და მაღაზიების ძარცვა – დაკავებულია 5 არასრულწლოვანი

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავეს.   დაკავებულთაგან სამი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი...

დაწვრილებითDetails

ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში – რა მდგომარეობაა ადგილზე

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
დედოფლისწყაროში ხანძარს 57 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
მთავარი

თემ­ქა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს” სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ხან­ძრის ლიკ­ვი­დი­რე­ბა ცე­ცხლის გავ­რცე­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე მოხ­და. მა­თი­ვე ცნო­ბით, ხან­ძრის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში 23 წლის ბიჭი დაღუპა – რას ყვება დედა

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ქუთაისში 23 წლის ბიჭი დაღუპა – რას ყვება დედა
მთავარი

ტრაგედიით დასრულებული შვებულება საქართველოში: რატომ გარდაიცვალა 23 წლის კრის­ტი­ნა სტა­ნი­ე­ნე თა­ვის 23 წლის შვილ­თან, კრის­ტუ­პას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი კვი­რით და­სას­ვე­ნებ­ლად და ახა­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად გა­ემ­გზავ­რა. თუმ­ცა, მოგ­ზა­უ­რო­ბის მე­ო­რე დღეს­ვე ახალ­გაზ­რდის...

დაწვრილებითDetails

დღეს პეტრე-პავლობა აღინიშნება

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
დღეიდან, პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო – რა უნდა იცოდეს, ვინც მარხვას აპირებს
მთავარი

12 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს.   თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს სახელობის (ავლაბარში მდებარე) ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და...

დაწვრილებითDetails

ძლიერი სტიქიის შედეგად თელავში მძიმე ვითარებაა – ევაკუირებულია მოსახლეობა

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ძლიერი სტიქიის შედეგად თელავში მძიმე ვითარებაა – ევაკუირებულია მოსახლეობა
მთავარი

ძლიერი სტიქიის შედეგად თელავში მძიმე ვითარებაა. გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა თელავის ხევმა კავკასიონისა და ალაზნის გამზირების ნაწილი მთლიანად დატბორა. დატბორილია საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები, დაზიანებულია...

დაწვრილებითDetails

12 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
5 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ამინდი გაუარესდება
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 ივლისს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

ემიგრანტი ამბობს, რომ იტალიაში, ლატარეაში მოგებულ 2 მილიონი საქართველოში წაართვეს

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ემიგრანტი ამბობს, რომ იტალიაში, ლატარეაში მოგებულ 2 მილიონი საქართველოში წაართვეს
მთავარი

55 წლის ემიგრანტი ქალი, ლელა ჩოქური, რომელმაც იტალიაში, ლატარეაში 2 000 000 ევრო მოიგო, ამტკიცებს, რომ ფულს ტერორის გზით ართმევენ. ინფორმაციას ,,ტვ პირველი" ავრცელებს. ჩოქური, "შაბათის ეთერს" ეუბნება, რომ იტალიის...

დაწვრილებითDetails

ბიძაშვილის მკვლელობაში ბრალდებული კაცი აეროპორტში დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ბიძაშვილის მკვლელობაში ბრალდებული კაცი აეროპორტში დააკავეს
მთავარი

სამართალდამცავებმა აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევი დააკავეს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე, მისი ბიძაშვილი - ფატიმა კარიმოვა თბილისში, მათ საერთო საცხოვრებელ ბინაში გაგუდა.   აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"