ამ წუთებში პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, მისი დავალებით გაანადგურეს ორიგინალი რუკები, მათ შორის 38 წლის რუკა რომლის გამოყენებასაც კარტოგრაფებს გამოძიება ედავება.
კარტოგრაფების საქმეში ახალი ფიგურანტები ჩნდებიან, როგორც ჩანს პროკურატურა მთავარი დამკვეთის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებას ასრულებს და საქმეში მაღალჩინოსნების როლის გამოკვეთას ცდილობს.
შეგახსენებთ, კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ 28 იანვარს გირაოთი გაათავისუფლა. ამის შემდეგ საპატრიარქო ერთერთი პირველი იყო, ვინც ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ღიად დაუპირისპირდა და სახელმწიფოს “საქმის ბოლომდე მიყვანა” მოსთხოვა.