LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პირი დააკავა

პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პირი დააკავა

დაპოსტა 2026/05/07-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 5 პირი, მათ შორის 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

შესაბამისი განცხადება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

გენერალური პროკურორის განმარტებით, 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

„საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, იდენტიფიცირებული და დაკავებულია სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. უფრო კონკრეტულად: ხუთი ბრალდებულიდან ორი პირი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული დღეს დავაკავეთ.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებულია ათასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოკითხულია 550-ზე მეტი ადამიანი.

პირველი ეპიზოდი: 2024 წლის 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმჟამინდელმა ორმა თანამშრომელმა, რომელთაგან ერთ-ერთი დღეის მდგომარეობით დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკურად იძალადა ზვიად მაისაშვილზე, რის შედეგადაც მაისაშვილმა დაკარგა გონება. ეს კადრები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.

მეორე ეპიზოდი: 2024 წლის 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, რომელიც დღეის მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე.

მესამე ეპიზოდი: 2024 წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინება ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

სხვა სამართალდამცავ უწყებებთან საერთო კოორდინაციით, განვაგრძობთ გამოძიებას როგორც აღნიშნულ ეპიზოდებში, ასევე სხვა ძალადობრივ ფაქტებში მონაწილე პირთა დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით”, – განაცხადა გვარაკიძემ.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

300 არაგველზე ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
თბილისის მეტროს ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა
მთავარი

300 არაგველზე ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა. ბოლო ცნობებით, მამაკაცი ლიანდაგებიდან ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელიც მამაკაცს დახმარებას უწევს. ამ ეტაპზე საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს, გაჩერებულია მოძრაობა...

დაწვრილებითDetails

დაკარგული ქალის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
ქუთაისში ეძებენ ქალბატონს, რომელიც დილით სახლიდან გავიდა
მთავარი

,,საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილი გარემოებების შესახებ. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციისა და გამოძიების მიმდინარეობის მიხედვით, კამერებში ჩანს, რომ ჩემი მამიდა მზია ლომაია დილით სახლიდან...

დაწვრილებითDetails

„ყველას ძალიან გვატკინე გული”- წყალტუბოში 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
„ყველას ძალიან გვატკინე გული”- წყალტუბოში 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა
მთავარი

წყალტუბოში 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გლოვობს ჩემი წყალტუბო, ოფშკვიტი, 25 წლის საბა ტორაძეს. მიწამ როგორ უნდა მიგიღოს საბუ... სიკეთის ბიჭი... ნეტა არ გამეცანი ბიჭო,...

დაწვრილებითDetails

ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

მარნეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა  6 მაისს, მარნეულის საავტომობილო გზაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, „ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა, რასიმ მამედოვმა, სავარაუდოდ, საჭეზე კონტროლი დაკარგა, რის შემდეგაც ავტომობილი...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 მაისს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

7 მაისს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე...

დაწვრილებითDetails

საბანკო სესხებზე ცვლილებაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
გამოსავალი იპოთეკური სესხით დაზარალებული მოქალაქეებისთვის
მთავარი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება.   ინფორმაციას, „საზოგადოება და ბანკები“ ავრცელებს.   „საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები...

დაწვრილებითDetails

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   მონდომება და შეუპოვრობა სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ. ეცადეთ საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატაროთ და მეგობრებს პრობლემების გადალახვაში დაეხმაროთ.   კურო   მშვიდი და წარმატებული დღე გელით. ახალი იდეა, რომელიც...

დაწვრილებითDetails

უვადო პატიმრობა ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულებს

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ერთ-ერთ ეპიზოდზე განაჩენი გამოაცხადა
მთავარი

უვადო პატიმრობა ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა  მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულებულებს დღეს მიესაჯათ. დავით და გიორგი მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. მათგან, დავით მიქაძესა და...

დაწვრილებითDetails

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების საკომპენსაციო თანხის მოცულობა 5.375 მლნ ლარით გაიზარდა

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
დატბორილია სახლები – საგურამოში მაშველების მობილოზებაა
მთავარი

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების საკომპენსაციო თანხის მოცულობა 5.375 მლნ ლარით გაიზარდა. ამის შესახებ მთავრობის მთღავრობის 1-ლი მაისით დათარიღებული განკარგულებიდან ხდება ცნობილი, რომლითაც ცვლილება 19 მარტის დოკუმენტში შევიდა. საუბარია, 2025...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მთავარი

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები - დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. მოსამართლის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"