LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

არ მოვსულვარ საჭორაოდ, რომ გითხრათ ვისი ბრალი იყო მოლაპარაკებების ჩაშლა, ალბათ, ყველასი და ამავდროულად, არავისი – პოზიტივი არის ის, რომ ქვეყანაში „მე და ჩემი ნაბადის” პოლიტიკა დამთავრდა და დამთავრდა ბიძინასთან ერთად- სალომე ზურაბიშვილი

დაპოსტა 2024/09/24-ში
A A
16
ნახვა
გაზიარება

მთელი პროცესის პოზიტივი ის არის, რომ ამ ქვეყანაში „მე და ჩემი ნაბადის” პოლიტიკა დამთავრდა და დამთავრდა ბიძინასთან ერთად – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილმა კოალიცია “ძლიერი საქართველოსა” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” მოლაპარაკებების პროცესი შეაფასა და განმარტა მიზეზები, რის გამოც შეთანხმება ვერ შედგა, მათ შორის პოლიტიკური კულტურისა და კომპრომისების კულტურის არ არსებობა, ასევე, უნდობლობა, ეჭვი.

პარალელურად პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა უნდა ვიყუროთ წინ და დავინახოთ, რომ “პროცესმა თავისი შედეგი მოიტანა. დავინახოთ პოზიტივი – ამ პარტიებს შორის განწყობები შეიცვალა და ის რაც გუშინ ძალიან რთული იყო, ნელ-ნელა მოლბა”.

“მცდელობა იყო და, მგონი, დროულიც იყო და აუცილებელიც. ის გამოცდილება, რაც მივიღეთ დაახლოებით 30 წლის მანძილზე დიპლომატიისა და, რაც მთავარია, მოლაპარაკებების, მეუბნებოდა, რომ არსებობდა დაკვეთა საზოგადოებისგან, რომ რაღაც გვექნა ყველას ერთად და მოგვეხერხებინა კონსოლიდაცია და არსებობდა შანსი და ეს შანსი მოლაპარაკებებში ძლიერდება ბოლოსკენ, როცა უკვე მეტი გასაქანი აღარ არის. ამიტომ, ეს მცდელობა იყო საჭირო. მცდელობა ნიშნავს, რომ გარანტირებული არასოდეს არ არის, რაღაც რისკი უნდა აიღო და რისკი ავიღე. არ გამოვიდა.

მე აქ არ მოვსულვარ საჭორაოდ, რომ გითხრათ ვისი ბრალი იყო მოლაპარაკებების ჩაშლა, ალბათ, ყველასი და ამავდროულად, არავისი. უფრო იმ მოცემულობის ბრალი იყო, იმ წარსულის, რომელიც მძიმედ აწვება ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს პრაქტიკულად და მომავალიც იმიტომ, რომ ყოველთვის არის შიში, ვინ როგორ დაიცვას თავისი იდენტობა. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ხელისშემშლელი არის და იქნება იმიტომ, რომ არ გამოვსულვართ ამ მოცემულობიდან. მაგრამ ორი მთავარი დამნაშავე ამ ყველაფერში არის ერთის მხრივ, პოლიტიკური კულტურა, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, კომპრომისების ძებნის კულტურა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არის მიჩნეული, როგორც სისუსტე. ჰგონიათ, ვინც უფრო მეტს დათმობს, ის უფრო სუსტია და ეს ნათელია, რომ ძნელი დასაძლევია წინასაარჩევნო პერიოდში.

მეორე დამნაშავე ამ შემთხვევაში არის ის, რაც ჩვენ გვჭამს – უნდობლობა, ეჭვი, რომელიც გამძაფრებული არის ყველანაირი კონსპირაციული თეორიებით და ეს ყველას გვეხება, მათ შორის, მეც და ძალიან ძნელი არის, რომ გათავისუფლდე ამ ყველაფრისგან. ეს აფერხებს ძებნას იმ აუცილებელი შეთანხმების, იმ აუცილებელი დათმობების, რომელიც საბოლოოდ ქმნის მოლაპარაკებაზე შედეგს.

მოლაპარაკება არ შედგა და ჩვენ ვართ იმ მომენტში, როცა უნდა ვიყუროთ წინ და დავინახოთ, რომ ამ პროცესმა თავისი შედეგი მოიტანა. დავინახოთ პოზიტივი – ამ პარტიებს შორის განწყობები შეიცვალა და ის რაც გუშინ ძალიან რთული იყო, ნელ-ნელა მოლბა და, შეიძლება ითქვას, რომ ეს სამომავლო თანამშრომლობა უკვე ბევრად ადვილი არის და იქნება. ანუ, იქმნება ახალი პერსპექტივა, რომელიც გვაძლევს სურათს, რომ ცალ-ცალკე გადიან ეს პარტიები, მაგრამ ძალიან ნათლად ჩანს უკვე, რომ მიზანი არის ერთი – ამ დილით ხელმოწერილი იქნა მეოთხე პარტიისგან ეს ქარტია და ეს არის ის, რაც ყველაზე უფრო აერთიანებს ამ ოთხივე პარტიას. სხვა გამაერთიანებელი არ არსებობს, ეს არის ცემენტი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის შეგნება, რომ ეს არის ცემენტი, ძლიერდება და ძლიერდება გარედანაც. ძალიან დასაფასებელია, რომ ის პარტიები, რომლებიც არსებობენ, მაგრამ არიან შედარებით ნაკლები წონის პარტიები, ამ ძალიან რთულ საარჩევნო გარემოში, მათ გამოაჩინეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა – მოვიდნენ, ქარტიაზე ხელი მოაწერეს, მაგრამ არჩევნებში არ მონაწილეობენ იმიტომ, რომ მიხვდნენ, რა იყო ის მახე, რომელიც მომზადებულია ხელისუფლების მიერ, რომ თუ 1%-ზე მეტი მიიღეს, მაგრამ 5%-ზე ნაკლები, ეს ხმები ნაწილდება და გადადის იმ შესაძლო პირველ პარტიაზე, რომელიც დღევანდელი მოცემულობით შეიძლება ჯერ კიდევ “ქართული ოცნება” იყოს, ყოველ შემთხვევაში, ეს იყო “ოცნების” გათვლა. იმ პარტიებმა, რომლებიც არ იყვნენ დარწმუნებული, რომ გადალახავდნენ 5%-იან ბარიერს, ეს ნაწილი დათმეს და აქ უკვე ჩანს ის დათმობის კულტურა, რომელიც შემოდის ჩვენთან. გადაწყვიტეს, რომ ქარტიის ხელმომწერები მაინც გამხდარიყვნენ, რადგან ეს ქარტია არის ის, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს ამ ქვეყნის მომავლისთვის.

მთელი ამ პროცესის პოზიტივი ის არის, რომ ამ ქვეყანაში “მე და ჩემი ნაბადის” პოლიტიკა დამთავრდა და დამთავრდა ბიძინასთან ერთად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა

by მეგა TV
ნოემბერი 8, 2026
0
ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი 53 წლის გახდებოდა
მთავარი

ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. ცნობილი ჟურნალისტი ხანგრძლივი ავადმყოფობისა და თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მისი ოჯახი და ადვოკატები მიიჩნევენ, რომ...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია
მთავარი

ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. მისი...

დაწვრილებითDetails

„საქონლის ხორცი დეკემბერში გაძვირდება “- „აგროქიზიყი“

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ძროხისა და ქათმის ხორცი გაძვირდა -საქსტატი
მთავარი

საქართველოში საქონლის ხორცი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კიდევ გაძვირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი აცხადებს, პროდუქტზე ფასები საახალწლოდ კიდევ მოიმატებს. „ბოლო 3-4 კვირაა, რაც საქონლის ხორცი კიდევ გაძვირდა,...

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება -გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ამინდი

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას” – დავით მათიკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ წაგებულ მდგომარეობაშია და მთელი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ არჩევნების შემდგომ, მოხდეს ყველაფრის კადრება იმისთვის, რომ სიტუაცია აირიოს-დავით მათიკაშვილი
მთავარი

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არცერთი სიტყვა კანონდარღვევაზე, კერძო ტელევიზიაში უკანონოდ შეჭრაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევაზე, ფუნდამენტური...

დაწვრილებითDetails

“გვაქვს მოლოდინები, რომ ეს პარაზიტები ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალებიან” – ირაკლი ჭეიშვილი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელზე

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ”- ირაკლი ჭეიშვილი
მთავარი

ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს დაუსვამს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს. მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "დროას," "ახალის,"...

დაწვრილებითDetails

ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი
მთავარი

2027 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით თხის, უფრო ზუსტად კი ცეცხლოვანი თხის წელია. ჩინური ტრადიციის თანახმად, ეს სიმბოლო სიკეთესთან, სიმშვიდესთან, შემოქმედებითობასა და შინაგან ძალასთან ასოცირდება. მომდევნო თხის წელი კი 2027 წლის...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

დიმიტრის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 7 ნოემბერი (25 ოქტომბერი ) ლოცვა გარდაცვლილი ქრისტიანისათვის მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
მადლობა ღმერთს,  არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნოთ მშვიდობა- ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია...

დაწვრილებითDetails

„ეს ნივთები იწვევს სიმძიმეს და დეპრესიას…“ – გოგა მანიას გაფრთხილება

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ჩვენი სიმშვიდისა და ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გვიქმნის სახლში უსიამოვნო გარემოს და გვართმევს დადებით განწყობას. გოგა მანია ასახელებს ნივთებს, რომელთა სახლში შენახვასაც არ არის კარგი. 10 ნივთი, რომელთა მოშორებაც სასურველია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"