პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა. წულუკიანის უწყება სალომე ზურაბიშვილს 2 წლის წინ, ხელოვნების სასახლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წაღებული სვიმონ დადიანის 5 ნამუშევარს დაზიანებაში ადანასაულებს.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, კულტურის სამინისტრო გუშინ მხატვრის წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების გამო მკაცრად გააკრიტიკა. სალომე ზურაბიშვილი ეროვნულ გალერეასთან მიმდინარე სოლიდარობის აქციას გამოეხმაურა, რომელსაც სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები მართავდნენ.
სალომე ზურაბიშვილი გალერეასთან მობილიზებული სამართალდამცავების რაოდენობაზე ამახვილებდა ყურადღებას.
ზურაბიშვილმა თქვა, რომ სიტუაცია „სხვა ეპოქას ახსენებს“.
„20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს? ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!“ – დაწერა პრეზიდენტმა.