პოლონეთში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ისევ ეძებენ. ბოლო დღეებია 26 წლის დიტო ხელხელაურის სამძებრო ოპერაცია ვარშავის ერთ-ერთ ტბაში მიმდინარეობს, რადგან მამაკაცის ტანსაცმელი და ზურგჩანთა პოლიციამ სწორედ ტბის პირას იპოვა.
გამოძიებას ყავს თვითმხილველებიც, რომლებმაც დაინახეს როგორ გადახტა ის წყალში.
სხვა ვერსია აქვს ხელხელაურის ნათესავებს საქართველოში და ამბობენ რომ მას სამსახურში ერთ-ერთ თანამშრომელთან კონფლიქტი ჰქონდა.
ოჯახს საქმის მასალებზე წვდომა არ აქვს. მათი ინფორმაციით, საქმეში დევს ვიდეომასალა, სადაც ჩანს მეთევზე, რომელიც ახალგაზრდას დახმარებას ცდილობდა.
ახლობლებმა არც ის იციან დაიკითხა თუ არა აღნიშნული მეთევზე.
დიტო ხელხელაური თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან არის და ვარშავაში სამუშაოდ 4 წლის წინ გაემგზავრა.
მას უკვე 1 კვირაა ეძებენ.
ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.