მარნეულში, სოფელ დაშტაფაში მომხდარ ინციდენტში მონაწილე სამი პირი – მანქანის მძღოლი და ორი მგზავრი დაკავებულია.
შემთხვევა გუშინ მოხდა არსებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მანქანის გაჩერება მოსთხოვა, მძღოლი, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყო სამართალდამცავის მოთხოვნას არ დაემორჩილა და მოძრაობა გააგრძელა.
მანქანა, რომელსაც პოლიცია აედევნა ხიდზე ამობრუნდა. ამის შემდეგ ადგილობრივებმა პოლიციის მანქანას ქვები ესროლეს.
ინციდენტის შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა პოლიციის დამცველ ადგილობრივებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის.
სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა-შსს განცხადებას ავრცელებს