LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რამდენი სკოლა-პანსიონია საპატრიარქოს განკარგულებაში

ერთი პანაშვიდი ვერ აღასრულეთ?! ერთი შესაბამისი განცხადება ვერ გაავრცელეთ?! – რას წერს თეოლოგი

დაპოსტა 2021/07/01-ში
A A
92
ნახვა
გაზიარება

“”მოყვარეს პირში უძრახეო…

პირდაპირ უნდა დავწერო სათქმელი, ყოველგვარი ფასადურობის გარეშე.

ამ ერთი კვირის წინ 100 წელი შესრულდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ერთ-ერთი მთავარი აღმდგენელისა და ავტოკეფალიის აღდგენის ოფიციალურად გამომცხადებლის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლეონიდეს (ოქროპირიძე) გარდაცვალებიდან.

ძვირფასო ქართველო მღვდელმთავრებო, თქვენ ბრძანდებით იერარქები იმ ეკლესიისა, რომლის ავტოკეფალიის აღდგენისათვის მთელი შეგნებული სიცოცხლე იბრძოლა ლეონიდე ოქროპირიძემ, არაერთხელ პირადი უსაფრთხოება სასწორზე დადო და სიმართლითა და შიშველი ხელებით ებრძოლა რუსეთის იმპერიას (მაშინაც და დღესაც არაერთი “რძენაწყენი” და “უკუღმა მონათლული” ქართველისთვის ძვირფასი რომ არის). თუ არა კათოლიკოს-პატრიარიქი ლეონიდე, ბევრი თქვენგანი, დღეს უბრალოდ მღვდელმთავარი ვერ იქნებოდა, იმდენად შემცირებული იყო რუსული მმართველობისას საქართველოში ეპარქიები და ვინც იქნებოდით მღვდელმთავარი, დიდი ალბათობით, მშობლიურ ენაზე წირვა-ლოცვასაც ვერ აღასრულებდით…

ხარისხი და პატივი გსურთ ლეონიდე ოქროპირიძის მიერ ავტოკეფალიამოტანილ ეკლესიაში და ამ ავტოკეფალიის აღმდგენელი პატრიარქის გარდაცვალებიდან ერთი საუკუნის თავზე (თვისობრივად განსხვავებული ისტორიული თარიღია, რომელიც არასდროს განმეორდება) ერთი პანაშვიდი ვერ აღასრულეთ?! ერთი შესაბამისი განცხადება ვერ გაავრცელეთ?! ასე გვსურს წინსვლა?! არა და “აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა”…

მადლიერება ერთ-ერთი სათნოებაა და ღვთისადმი მადლიერება ადამიანებისა და მათ შორის ერთ-ერთ უპირველესად წინამორბედებისადმი მადლიერებაზე გადის… სხვაგვარად ძალიან გაუჭირდება არსებობა ნებისმიერ შეგნებულ ადამიანს, ოჯახს, სახელმწიფოსა და მათ შორის ეკლესიას…

ამ დღეებში ვერ დავინახეთ თქვენგან მადლიერება და პატივგება იმ დიდი კათოლიკოს-პატრიარქისადმი, რომლის აღდგენილი ავტოკეფალიის საფუძველზე თქვენ ხელთ სამღვდელმთავრო კვერთხნი გიპყრიათ…

კიდევ არ არის გვიან, ისტორიას დაუტოვეთ თქვენი ქმედება და შთამომავლობას მადლიერების მაგალითი – იქნებ, ახლა მაინც ინებოთ და პატივი მიაგოთ კათოლიკოს-პატრიარქს, რომელმაც მინიმუმ – მშობლიურ ენაზე წირვა-ლოცვის შესაძლებლობა მოგცათ და მაქსიმუმ საერთაშორისო არენაზე საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის წარმომადგენლობის დიდი პატივი მოგანიჭათ!”-წერს თეოლოგი ლაშა შერვაშიძე დეისაძე.

გაზიარება37

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოს სახელმწიფო ვალი 9.2 მლრდ დოლარს აჭარბებს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.832 მლრდ დოლარს გადააჭარბა
ეკონომიკა

2026 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9.121 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს კი 158.114 მლნ დოლარით მეტია (1.8%) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

18 ივნისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
ამინდი

18 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +33 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შედის
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი პირი - ვ.გ...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით პალესტინის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა მამაკაცი სასაზღვრო გამშვებ...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების...

დაწვრილებითDetails

საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
სატვირთო მანქანების უპრეცედენტო რაოდენობაა – რა ხდება სარფში
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის...

დაწვრილებითDetails

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება. შესაძლოა, ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს სამსახურთან ან ფინანსებთან დაკავშირებით. მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს და ყურადღება მიაქციეთ ახლობელი ადამიანის რჩევას.   კურო სასიამოვნო სიახლე ან მოულოდნელი შეხვედრა კარგ განწყობას...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი სტაბილურად მაღალია – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიოში ოქროს ღირებულება სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 324 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.26%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

“მიხეილ სააკაშვილის პოსტი მოულოდნელი იყო” – თინა ბოკუჩავა

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ერთადერთი რაციონალური მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია – თინა ბოკუჩავა
მთავარი

სიმართლე გითხრათ, მიხეილ სააკაშვილის პოსტი მოულოდნელი იყო - ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა....

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6543 ლარი გახდა ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6543 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6554 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"