პატრიარქი იყო მხარე, ახლა ეს აღარ გამოვა – ისტორიკოს ბექა კობახიძის სიტყვებს ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს და წერს:
,,გაუფრთხილდით პატრიარქის სახელს ისტორიაში”.
“საქართველოს უახლეს ისტორიას ახსოვს, რომ თბილისის სამოქალაქო ომის დროს პატრიარქი იყო მხარე და პირველი პრეზიდენტის სამეგრელოს ტყეებში დევნას, მის სიკვდილს შეხვდა დუმილით. ახლა ეს აღარ გამოვა. ან აქტიურად უნდა ჩაერიოს სიცოცხლის გადარჩენაში, ზემოხსენებული საფრთხეების არიდებაში, ან მასზე იქნება პილატე პონტოელის ცოდვა და ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობა.
ეს პასუხისმგებლობა გვაწევს ყველას და ყველაზე მეტად მას, როგორც ყველაზე ავტორიტეტულ ფიგურას.” – ისტორიკოსი ბექა კობახიძე.










