საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
ამის შესახებ დეკანოზი სოციალურ ქსელში წერს.
“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს,”-წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე facebook-ზე.