პარლამენტი დღეს, 8 სექტემბერს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. პარლამენტის სხდომა 10:00 საათზე დაიწყო.
დადგენილი პროცედურის თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა, ახლა კი, კომიტეტებს, ფრაქციებს და ცალკეულ დეპუტატებს აქვთ სიტყვით გამოსვლის საშუალება.
მიმდინარე კვირას მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტებსა და ფრაქციებთან შეხვედრის ფარგლებში მოუსმინეს.