LIVE TV
პარასკევი, ნოემბერი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ყველა შესაბამისი ჩინოვნიკი, გინდა ფედერაციიდან, გინდა სახელმწიფო უწყებებიდან, უნდა გადადგეს!” – ნიკა გვარამია

დაპოსტა 2026/11/27-ში
0
ნახვა
გაზიარება

ეროვნულ და რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას ხელი შეუწყვეს; უმძიმესი დაპირისპირება (ჯერ რომ არ ყოფილა, იმ მასშტაბის) „აადუღეს“ ევროკავშირის შემდეგ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს მეზობელთან. საქართველო ივანიშვილის და მისი ბანდის გარეშე! – ასე შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია წერს, რითაც ეხმაურება ბათუმის სტადიონზე, თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშისა“ გულშემატკივრებსა და ქართველ სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი „ფეისბუქზე“ აზიარებს ბათუმში მომხდარზე ერთ-ერთი თურქი მსახიობის მიერ დაწერილს პოსტს, სადაც ის საქართველოს უარყოფითად წარმოაჩენს. გვარამიას შეფასებით, ეს არის თურქეთის დღევანდელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

„ქართველი სერიალების მაყურებლებისთვის კარგად ცნობილი მურატ ოზთურქის პოსტით თუ კომენტარით დავიწყებ:

„სერიოზულად ლაპარაკობთ ქვეყანაზე, რომელშიც ქრთამით ყველაფერს იყიდი, რომელიც ცნობილია იაფფასიანი სექსის ტურიზმით, თავშესაფარს აძლევს კრიმინალურ ბოსებს და ფულის გათეთრებისა და იატაკქვეშა აზარტული თამაშების სამოთხედაა ქცეული?“

აი, ესაა თურქეთის დღევანდელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. თურქეთის, რომლის ხელისუფლებაში უამრავი ძალიან მაღალი რანგის ლაზი და გურჯი თანამდებობის პირია და უამრავი ეთნიკურად ქართველი დედის გაზრდილი, სხვადასხვა დარგის ძალიან ცნობილი მოღვაწე. ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ მუხლებზე დაყენებული ქვეყნის მიმართ შეიძლება ჰქონდეს გინდა თურქეთს, გინდა ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს (მარტო ირანის ელჩის განცხადებები რად ღირს). იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც პატივს არ სცემენ და რომლისგანაც საკუთარი ღირსების დაცვას არ ელიან.

ასეთ ქვეყნად აქცია საქართველო ივანიშვილმა. რაც შეეხება გუშინდელ დღეს: ამ მატჩის საქართველოში „შემომთრევი“ ყველა ჩინოვნიკი, გინდა ფედერაციიდან და გინდა სახელმწიფო უწყებებიდან, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს!

ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რასთან გვექნებოდა საქმე, რა მძიმე მოვლენები განვითარდებოდა და როგორ წახდებოდა ჩვენი იმიჯი მთელი მსოფლიოს თვალწინ. იცოდა და ფეხებზე დაიკიდა, იმიტომ რომ დიდი ფულის სუნი იგრძნო.

ბათუმი 82-იც ყველასთვის ცნობილი იყო (ყველგან ასე შვრებიან თურქი გულშემატკივრები, უბრალოდ ქალაქების სახელებს ცვლიან); ისრაელის ფაქტორის გამო მუსლიმური ქვეყნის Free Palestine პლაკატები რომ გაიშლებოდა და დამატებითი აგრესიის წყარო იქნებოდა, ისიც;

მარბიელი რომაა ბეშიქტაშის ფანკლუბი, ისიც;

ბათუმს რომ განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვს ამ ყველაფრის მიმართ (ისტორიული მიზეზების გამო), ისიც და ისიც კი არ ქნეს, რომ სხვა ქალაქი მაინც აერჩიათ და არა ბათუმი. ფულის გამო ყველა და ყველაფერი ფეხებზე დაიკიდეს და შედეგად ის მოიტანეს, რომ თავისი უპასუხისმგებლობით და უუნარობით და შემდეგ უკვე მშიშრობით და ცვედნობით ქვეყანა დაამცირეს;

ეროვნულ და რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას ხელი შეუწყვეს;

უმძიმესი დაპირისპირება (ჯერ რომ არ ყოფილა, იმ მასშტაბის) „აადუღეს“ ევროკავშირის შემდეგ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს მეზობელთან. საქართველო ივანიშვილის და მისი ბანდის გარეშე! – წერს გვარამია.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ლაილაშში მეწყრული პროცესების მონიტორინგი გრძელდება

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესებით გამოწვეული საფრთხეების გამო მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება. სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი და ცაგერის...

დაწვრილებითDetails

“„იმედის“ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე ” – გრიგოლ გეგელია

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ახლახან პარტიული ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე, რომელიც როგორც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, სრულიად სამარცხვინო პროპაგანდაშია ჩართული - მათ თქვეს, რომ თურმე მე გავეშებული ვიბრძვი, ჩემს გუნდთან ერთად, ქართველი ხალხის...

დაწვრილებითDetails

” ქმედება, რაც საზოგადოებამ იხილა, ადეკვატურად პასუხგასაცემი იყო პოლიციის მხრიდან” – დავით მათიკაშვილი ბათუმში მომხდარზე

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ქმედება, რომელიც საზოგადოებამ იხილა, იყო ადეკვატურად პასუხგასაცემი პოლიციის მხრიდან, რაც კანონის სრული შესაბამისობით განხორციელდა, - ასე ეხმაურება 26 ნოემბერს, ბათუმში, საფეხბურთო კლუბ “ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებასა და...

დაწვრილებითDetails

“ერთ დროს სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ვარსკვლავი საქართველო დღეს ყველასთვის დაბალი ღობე გახდა” – ლევან სანიკიძე

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ერთ დროს სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ვარსკვლავი საქართველო დღეს ყველასთვის დაბალი ღობე გახდა - მართლა „კოსტაიას“ ქვეყნად გვაქცია - ელარჯის წელვითა და ლაქუცით, - ასე ეხმაურება 26 ნოემბერს, ბათუმში,...

დაწვრილებითDetails

თურქ კოლეგასთან საუბარი არ ჩამიწერია და ჩანაწერი რომ მქონოდა, ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი – სულხან თამაზაშვილი

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომელმაც გუშინ აგვარიდა ძალიან დიდ საფრთხეს, მოსალოდნელ საფრთხეს და ღირსეულად გაართვა თავი საპოლიციო ღონისძიებას, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან...

დაწვრილებითDetails

” საზღვარზე 100-მდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერის ჩამორთმევა და ამოღება მოხდა ” -შს მინისტრი

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

საზღვარზე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში აღკვეთილი იქნა ბანერების შემოტანა ქვეყანაში. დაახლოებით, 100-მდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერი, მათ შორის, ზოგი ძალიან დიდი ზომის, იქნა ამოღებული და ჩამორთმეული - ეს ინფორმაცია გავუზიარე...

დაწვრილებითDetails

კონტეინერები საბაჟოზე მაქვს და 400 ლარის ნაცვლად, უცებ, 10 000 ლარის გადახდა მიწევს – კახა ხაზარაძე

ნოემბერი 27, 2026
0
ეკონომიკა

კომუნიკაციის გარეშე რომ იღებ გადაწყვეტილებებს და ორ კვირაში ძალაში შეგაქვს, სად აქვს ბიზნესს დამატებითი თანხების მობილიზების შესაძლებლობა? კონტეინერები საბაჟოზე მაქვს და 400 ლარის ნაცვლად, უცებ, 10 000 ლარის გადახდა მიწევს,...

დაწვრილებითDetails

მიტროპოლიტ აბრაამს 29 ნოემბერს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაასვენებენ – წმინდა სინოდის წევრს 1-ელ დეკემბერს ამავე ტაძრის ეზოში დაკრძალავენ

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველს, მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) 29 ნოემბერს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაასვენებენ. წმინდა სინოდის წევრი, 1-ელ დეკემბერს ამავე ტაძრის ეზოში დაიკრძალება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „საქართველოს მართლმადიდებელი...

დაწვრილებითDetails

თურქ ქომაგებს ისეთი შინაარსის ბანერები ჰქონდათ, ეს რომ გაეშალათ, პროცესები უმართავი გახდებოდა – სულხან თამაზაშვილი

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

შს მინისტრი, სულხან თამაზაშვილი ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელის“ მატჩის დროს მომხდარი დაპირისპირების შესახებ მედიასთან საუბრობს - როგორც თამაზაშვილი აცხადებს, თურქ ქომაგებს ისეთი შინაარსის ბანერები ჰქონდათ, ეს რომ გაეშალათ, პროცესები უმართავი გახდებოდა. თამზაშვილი...

დაწვრილებითDetails

პირდაპირ ეთერში ძალადობენ პოლიციელებზე და ამ ადამიანებს არ იჭერ სისხლის სამართლის წესით, ორმაგი სტანდარტია – აქციაზე დაკავებულების ადვოკატები

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ბათუმში მომხდარ დაპირსპირებაში მონაწილე თურქი ქომაგების იზოლატორებიდან გაშვებას უფლებადამცველები ორმაგ სტანდარტად მიიჩნევენ. ისინი პარალელს აკეთებენ თბილისში მომხდარი მოვლენების დროს დაკავებულებზე და ამბობენ, რომ რეაგირება განსხვავდება იმ შემთხვევებისგან, როდესაც საქმე ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ, ან...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».