LIVE TV
შაბათი, ნოემბერი 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“დღეს არის ერთიანობის დრო!” – ბესო შენგელია

დაპოსტა 2026/11/28-ში
0
ნახვა
გაზიარება

დღეს არის ერთიანობის დრო! არ არის პოლიტიკური განსხვავებების დრო! ის ადამიანები, ვინც ფიქრობთ, რომ ეს ქვეყანა არის გადასარჩენი, ვინც ფიქრობთ, რომ რუსეთში კი არ უნდა წავიდეთ, საზღვრები უნდა გავაერთიანოთ და სოხუმსა და ცხინვალში უნდა ავაფრიალოთ ჩვენი ამაყი ხუთჯვრიანი დროშა, უნდა შევიკრიბოთ, გავაპროტესტოთ და გავუშვათ ივანიშვილის რეჟიმი ამ ქვეყნიდან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესო შენგელიამ დღეს 19:00 საათზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან საზოგადოებას შეახსენა, რომ დღეს მსვლელობა ორი ლოკაციიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ტერიტორიიდან დაიწყება.

„ზუსტად ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ რეჟიმის ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ქართულ საზოგადოებას უთხრა, რომ უარს აცხადებდა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ზუსტად ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი სცემეს, სახის ძვლები დაულეწეს. გვყავს უამრავი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი. ზუსტად ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა უარი უთხრა საქართველოს განვითარებაზე, რაც არის სრული იზოლაცია, მოაქციეს ქვეყანა სრულ იზოლაციაში. ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმმა და მისმა მინისტრებმა მოჰპარეს ფული ქართულ ჯარს, მოჰპარეს ფული ბავშვებს, მოჰპარეს ფული პენსიონერებს. ჩვენ ყველამ ერთად დღეს უნდა შევძლოთ კიდევ ერთხელ დავანახოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ვართ ერთიანნი, რომ არ შევეგუებით „რუსული ოცნების“ რეჟიმის თარეშს საქართველოში, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ამიტომ დღეს 19:00 საათზე ვიკრიბებით „ავლაბრის“ მეტროსთან, ის ადამიანები, ვინც მივიჩნევთ, რომ ამ ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური და სინდისის პატიმრები, რომ ეს ქვეყანა უნდა განვითარდეს, რომ ამ ქვეყანაში აუცილებელია დავიცვათ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ჩვენი კონსტიტუციური სიკეთეები და ყველა ერთად კვლავ უნდა შევიკრიბოთ. მოგეხსენებათ, რომ არის ორი ლოკაცია, „ავლაბრის“ მეტროსთან და თსუ-ის პირველ კორპუსთან. „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება „ავლაბრის“ მეტროსთან და მოვუწოდებთ საზოგადოებას შევიკრიბოთ და ერთად გავაგონოთ ჩვენი ხმა რეჟიმს, რომელიც ცდილობს, რომ დღითიდღე ქართველი ხალხი დაჩაგროს; რომელიც ცდილობს, რომ დღითიდღე ქართველი ხალხი კვლავ და კვლავ მიიყვანოს იზოლაციაში; რომელიც ცდილობს, რომ ქართულ ჯარს მოჰპაროს ფული, ბავშვებს მოჰპაროს ფული. ქვეყანაში როცა არის შიმშილი, ბავშვები იხოცებიან შიმშილისგან და ესენი საკუთარ ჯიბეებს ივსებენ, კიდევ ერთხელ და ხმამაღლა უნდა ვიყოთ ერთიანები. დღეს არის ერთიანობის დრო! არ არის პოლიტიკური განსხვავებების დრო! ის ადამიანები, ვინც ფიქრობთ, რომ ეს ქვეყანა არის გადასარჩენი, ვინც ფიქრობთ, რომ რუსეთში კი არ უნდა წავიდეთ, საზღვრები უნდა გავაერთიანოთ და სოხუმსა და ცხინვალში უნდა ავაფრიალოთ ჩვენი ამაყი ხუთჯვრიანი დროშა, უნდა შევიკრიბოთ, გავაპროტესტოთ და გავუშვათ ივანიშვილის რეჟიმი ამ ქვეყნიდან“, – განაცხადა შენგელიამ.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს” – კობახიძე

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ძალიან მარტივია, ასეთ შემთხვევაში უნდა დაასახელონ „მოლოტოვის კოქტეილების" მსროლელები, უნდა დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დამხობას აანონსებდნენ. რა თქმა უნდა, მათ არ აწყობთ ამ ადამიანების დასახელება, შესაბამისად, შემოიფარგლებიან ზოგადი...

დაწვრილებითDetails

“ბირთვული იარაღი რუსეთის უსაფრთხოების საიმედო გარანტიაა” – დიმიტრი პესკოვი

ნოემბერი 28, 2026
0
MOSCOW, RUSSIA - DECEMBER 17, 2020: Russia's Presidential Spokesman Dmitry Peskov looks on during the 16th annual end-of-year news conference by Russia's President Vladimir Putin at the World Trade Centre. Sergei Bobylev/TASSРоссия. Москва. Пресс-секретарь президента РФ Дмитрий Песков во время большой ежегодной пресс-конференции президента РФ Владимира Путина в Центре международной торговли на Красной Пресне. Сергей Бобылев/ТАСС
მთავარი

ბირთვული იარაღი რუსეთის უსაფრთხოების საიმედო გარანტიაა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენი ქვეყანა ახლა სრულ უფრო მეტად მტრულ გარემოცვაში არსებობს, ამიტომ ბირთვული ტრიადა ჩვენი უსაფრთხოების საიმედო გარანტიაა“,...

დაწვრილებითDetails

ცნობილი პედიატრი გარდაიცვალა

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ზუგდიდში ცნობილ ექიმს, პედიატრს ნატო ბესელიას გლოვობენ. მას გულისტკივილით ეთხოვებიან ახლობლები, კოლეგები. „დაჯერება  არ მინდა, რომ აღარ ხართ. გული მტკივა. ბავშვების ჯანმრთელობაზე მზრუნველი, არ დაგინდოთ ვერაგმა სენმა. პროფესიონალი ექიმი, დიდი...

დაწვრილებითDetails

დადიანების სასახლის მუზეუმის ყოფილი დირექტორი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ყოფილი დირექტორი, ანზორ ოყუჯავა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ოყუჯავა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დააკავეს, რაც...

დაწვრილებითDetails

როგორ შევარჩიოთ სანელებლები სწორად, რათა ჩვენთვის საზიანო არ იყოს

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

სანელებლები და სუნელები კულინარიის განუყოფელი ნაწილია - ისინი კერძს არა მხოლოდ განუმეორებელ არომატს სძენს, არამედ ხშირად ანტიოქსიდანტებითა და სასარგებლო ეთერზეთებითაც ამდიდრებს. თუმცა, დაბალი ხარისხის, ფალსიფიცირებულმა ან არასათანადო პირობებში შენახულმა პროდუქტმა...

დაწვრილებითDetails

30 ნოემბერს შუქი გაითიშება – ნახეთ მისამართები

ნოემბერი 28, 2026
0
close up photography of light bulb
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ნოემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღულელები, საყდრიონი, დევენაანთხევი,...

დაწვრილებითDetails

” ორი წელია, ქართველები საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის ყოველდღიურად ქუჩებში გამოდიან” – რასა იუკნევიჩიენე

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ორი წელია, ქართველები საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის ყოველდღიურად ქუჩებში გამოდიან - იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეომიმართვას ავრცელებს. „ყოველი პროტესტის...

დაწვრილებითDetails

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა მძიმე კატეგორიის...

დაწვრილებითDetails

„ძალიან მტკივა და მიჭირს იმის დაჯერება, რომ აღარ ხარ…“ – ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ახლობლები ბაკო ლომაძეს ემშვიდობებიან. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ახალგაზრდა კაცს ანევრიზმა გაუსკდა. „სიტყვებს ვერ ვპოულობ... ძალიან მტკივა და მიჭირს იმის დაჯერება, რომ აღარ ხარ. მშვიდად განისვენე...

დაწვრილებითDetails

სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს საბრძოლო მასალის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს და უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».