პარლამენტის სესიაზე, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის პროცესი დაიწყო. აღნიშნულ პოსტზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ სახელით კახა კუჭავას კანდიდატურა არის წარდგენილი.
პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისათვის 20 წუთი და შესაბამისი დრო მიეცა, რათა დასმულ შეკითხვებს უპასუხოს. პარლამენტის თავმჯდომარე სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევა.
24 აპრილს არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განაცხადა. თალაკვაძეს ვიცე-სპიკერად აირჩევენ, რა თანამდებობაც მეათე მოწვევის პარლამენტში კახა კუჭავას ეკავა.










