20 ივნისს დაზარალებულები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ამნისტიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ, პარლამენტთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილები საკანონმდებლო ორგანოს უკანანა შესასვლელთან არიან შეკრებილნი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დაუშვებელია ამნისტია ჯალათებს შეეხოს.
„20 ივნისს დაზარალებულები და სამოქალაქო ატივისტები ვართ აქ. ჩვენ ვაპროტესტებთ ამნისტიის კანონპროექტს. ვისი ამნისტია ხდება ჩვენთვის სრულიად გაუგებარია. პირიქით, მხოლოდ სამი პოლიციელის მიმართ საქმის აღძვრა ეს არის ცინიკური, რადგან რეალურად ათეული პოლიციელის მიმართ უნდა იყოს ძიება დაწყებული. ასევე, დასასჯელია მაღალი თანამდებობის პირები“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ირაკლი ფავლენიშვილმა.