LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს

პარიზის არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ პროექტი ჩაშალა თავად ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანიამ-პაპუაშვილი

დაპოსტა 2024/07/30-ში
A A
21
ნახვა
გაზიარება

პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად საფუძველი გამოაცალა „ლელოს“ როგორც პარტიას და ხაზარაძე-ჯაფარიძეს როგორც პოლიტიკოსებს – კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პარტია „ლელო“, სინამდვილეში, მხოლოდ, თაღლითობის, უცხოეთის ინტერესების გატარებისა და საკუთარი ქვეყნის დაზიანებისათვის შექმნილი ორგანიზაციაა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პარიზის არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ პროექტი ჩაშალა თავად ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანიამ და სახელმწიფოს არანაირი წვლილი არ მიუძღვის.

„გუშინ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ, საქართველოშიც და საზღვარგარეთაც, ყველას კარგად დაანახა თუ რისთვისაა მოსული პოლიტიკაში ქართული ოპოზიცია. კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პარტია „ლელო“, სინამდვილეში, მხოლოდ, თაღლითობის, უცხოეთის ინტერესების გატარებისა და საკუთარი ქვეყნის დაზიანებისათვის შექმნილი ორგანიზაციაა.

ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით და ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ამომრჩევლებს, ქართველ ხალხს, რომ იმ პათეტიკური და ძალად ემოციური გამოსვლების უკან, რომლითაც „ლელოს“ სახეები გამოირჩევიან, სინამდვილეში მანკიერი და საქართველოს დამაზიანებელი ინტერესები დგას.

პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად საფუძველი გამოაცალა „ლელოს“ როგორც პარტიას და ხაზარაძე-ჯაფარიძეს როგორც პოლიტიკოსებს, ვინაიდან ამ პარტიის შექმნის მთელი პრეისტორია, მათი მხრიდან, სამ პოსტულატს უკავშირდებოდა: 1. თითქოს საქართველომ ჩაშალა ანაკლიის პროექტი, 2. თითქოს საქართველომ ზიანი მიაყენა ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანიას, 3. თითქოს ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი საქმე უსაფუძვლო იყო.

ამ სამი ბრალდებით, ისინი ცდილობდნენ საკუთარი თავისგან შეექმნათ მსხვერპლი და სამართლიანობისთვის მებრძოლად წარმოჩენილიყვნენ.

თუმცა, პარტიის შექმნიდან ოთხი წლის თავზე ეროვნულმა და საერთაშორისო სასამართლოებმა სრულად ჩამოშალეს ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური თაღლითობა.

1. პარიზის არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ პროექტი ჩაშალა თავად ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანიამ და სახელმწიფოს აქ არანაირი წვლილი არ მიუძღვის. ყველას შევახსენებ, თუ რას ითხოვდნენ ხაზარაძე-ჯაფარიძე სახელმწიფოსგან, მას შემდეგ რაც მათ თავი ვერ მოუყარეს ინვესტიციისთვის საჭირო თანხას. მათ სურდათ, რომ სახელმწიფო, ბიუჯეტით, ანუ ხალხის ფულით, დადგომოდა მათ გარანტირებული მოგების თავდებში. ეს იმას ნიშნავდა, რომ თუ ისინი ანაკლიის პორტიდან ვერ მიიღებდნენ სასურველ მოგებას, ეს თანხა ყოველ ჯერზე უნდა მიეღოთ ბიუჯეტიდან. შესაბამისად, მიზანი იყო ისეთი ბიზნეს-სქემის აწყობა, სადაც მათ კომპანიას უნდა ჰქონოდა გარანტირებული მოგება საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე.

2. პარიზის არბიტრაჟმა დაადასტურა, საქართველომ არათუ ზიანი მიაყენა ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანიას, არამედ პირიქით მათ აქვთ აქეთ, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 650 000 აშშ დოლარის გადასახდელი. საზოგადოებას იმასაც შევახსენებ, რომ ხელშეკრულებაში შეტანილი რამდენიმე ცვლილებით სახელმწიფომ ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანიას ვადებიც არაერთგზის გაუხანგრძლივა და ჯამში 11 მილიონ დოლარზე მეტი პირგასამტეხლოც აპატია.

3. რაც შეეხება სისხლისსამართლებრივ დევნას. ხაზარაძე-ჯაფარიძე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავედ თაღლითობაში. ხაზგასასმელია, რომ პარიზის არბიტრაჟს არ დაუყენებია ეჭვქვეშ მათ მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერება. ყველას შევახსენებ, რომ ამ საქმეში ისინი ამტკიცებდნენ, თითქოს, ასე, ძველი მეგობრობით, შემთხვევით არსებული თავისუფალი 17 მილიონი აშშ დოლარი ასესხა ავთო წერეთელმა, რომელმაც შემთხვევით წინა დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძის ბანკიდან მიიღო ეს თანხა; და ასევე შემთხვევით ისე აღმოჩნდა, რომ ეს 17 მილიონი აშშ დოლარი საბოლოოდ უიმედო ვალად გაფორმდა და არასდროს დაბრუნებია ბანკს.

პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილება კიდევ ერთი რგოლია სასამართლოს გადაწყვეტილებებში, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობა მუდმივად აგებს, რადგან საკუთარი ქვეყნისა და სიმართლის წინააღმდეგ მოქმედებს.

ყველას გვახსოვს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარმოებული საქმეები, რომლებიც ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე უამრავჯერ წააგო – რუსთავი 2-ის, მელიას, გვარამიას, სააკაშვილის, დემონსტრაციების კანონიერად დაშლის თუ სხვა საქმეები.

ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ ქართული სახელმწიფო, მისი მმართველობა და მართლმსაჯულება, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებს; ასევე ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ ქართველებს და უცხოელებს, რომლებიც თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს და მართლმსაჯულებას, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის დაზიანების ინტერესი ამოძრავებთ.

საბოლოოდ გაირკვა, თუ რეალურად რა იყო ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი, პარტია „ლელოს“ შექმნის საფუძველი და, სულ ახლახან, სხვა წვრილ პარტიებთან და არასამთვრობო სექტორის ფსევდოპოლიტიკოსებთან გაერთიანების ნამდვილი არსი – აშკარაა, რომ ეს იყო ფინანსური მაქინაციების, ბიუჯეტიდან ფულის მიღების და ხალხის ხარჯზე კიდევ უფრო გამდიდრებისთვის პოლიტიკური ანტურაჟის შექმნა.

საბედნიეროდ, ყველაფერი უფრო ადრე გამოააშკარავდა, ვიდრე ხაზარაძე-ჯაფარიძე ოქტომბრის არჩევნებამდე ხალხის ნაწილის მოტყუებას კიდევ ერთხელ შეძლებდნენ.

„ლელოც“ და მისი გაერთიანებაც ისეთივე სიყალბეა, როგორი სიყალბეც აღმოჩნდა ხაზარაძის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი მითი ანაკლიის კონსორციუმის სახელმწიფოს მიერ შევიწროების შესახებ.

ფაქტია, რომ ხაზარაძე ხალხს ხმას და 1,5 მილიარდ აშშ დოლარს თხოვდა. ფულზე პარიზის არბიტრაჟმა უთხრა უარი. ახლა ჯერი ხალხზეა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” და მთავარმა უცხოელმა ინვესტორმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი 2020 წლის 29 ივლისს შეიტანეს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით შეიტანეს. ამ ორი სარჩელით ისინი დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვდნენ და ასევე, კონსორციუმისა და მეიერის დანაკარგის ფინანსურ ანაზღაურებას, რომელიც მათი მოთხოვნით, 1 მილიარდ აშშ დოლარს სცილდებოდა.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
მთავარი

ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოლაჯურთან მომხდარ ავარიას 1 პირი ემსხვერპლა- ინფორმაციას TOK2Region ავრცელებს. შსს-ს ცნობით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაწვრილებითDetails

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა
მთავარი

სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო ელიეშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა აღნიშნულმა სასჯელმა ნიკა მელიასთვის გამოტანილი წინა განაჩენი...

დაწვრილებითDetails

სანიტარს, რომელმაც შვილი ბათუმში, კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დედა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქმე ეხება, 22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთი კლინიკაში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც კლინიკის ერთ-ერთმა...

დაწვრილებითDetails

„ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება” – გია ხუხაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
„ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება” – გია ხუხაშვილი
მთავარი

მთავარი ვერსია არის საბოტაჟი - ჩვენი ენერგოსისტემის ძალიან დიდ ნაწილს აკონტროლებენ რუსები, მათთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს ფარული საბოტაჟის მოწყობა , - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360...

დაწვრილებითDetails

ცნობილია ხობში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ქალის ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდი­ნა­რე ხო­ბის­წყალ­ში დედა-შვი­ლი და­იხ­რჩო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მცი­რე­წლო­ვა­ნი დი­ნე­ბამ გა­ი­ტა­ცა, დე­დამ გა­დარ­ჩე­ნა სცა­და, თუმ­ცა დი­ნე­ბამ ისიც გა­ი­ტა­ცა. ბავ­შვის ცხე­და­რი ად­გი­ლობ­რივ­მა იპო­ვა და მდი­ნა­რი­დან ამო­ას­ვე­ნა. დე­დის სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე...

დაწვრილებითDetails

არ გამოვრიცხავ, ქვეყნის სამჯერ ჩაბნელება რუსეთის მხრიდან შანტაჟი იყოს – ლელა ჯეჯელავა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
არ გამოვრიცხავ, ქვეყნის სამჯერ ჩაბნელება რუსეთის მხრიდან შანტაჟი იყოს – ლელა ჯეჯელავა
მთავარი

არ გამოვრიცხავ, ქვეყნის სამჯერ ჩაბნელება რუსეთის მხრიდან შანტაჟი იყოს და შეიძლება კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნების შესრულებას უკავშირდებოდეს, რაც ხელისუფლებისთვის ძნელად ასახსნელია საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, ეს მოთხოვნები უფრო ოკუპირებულ რეგიონებს უნდა ეხებოდეს, -...

დაწვრილებითDetails

ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა – გიგა ავალიანის დედა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა – გიგა ავალიანის დედა
მთავარი

ანასტასია ბერუაშვილი არის გოგონა, რომელმაც იცოდა, რომ გიგაზე თავდასხმას აპირებდნენ და იცოდა, რომ თავს დაესხნენ და გაითიშა. ის ამას ჩვენებაშიც აფიქსირებს, რომ ყველაფერი იცოდა, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის...

დაწვრილებითDetails

მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
მდინარემ ავტომობილი გაიტაცა-მაშველები მამაკაცს ეძებენ
მთავარი

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი დინებამ გაიტაცა, დედამ გადარჩენა სცადა, თუმცა დინებამ ისიც გაიტაცა. ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა იპოვა და მდინარიდან ამოასვენა. დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს....

დაწვრილებითDetails

ხელისუფლების არცერთ უკანონო გადაწყვეტილებასა და რეპრესიულ ნაბიჯს არ ძალუძს გატეხოს ის ღირებულებები, რომლებსაც მზია და დამოუკიდებელი ქართული მედია ემსახურება – “მედიის ადვოკატირების კოალიცია”

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
მზია ამაღლობელი 2 000 ლარით დააჯარიმეს
მთავარი

"6 აგვისტოს ზუსტად ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" სასამართლომ მზია ამაღლობელს, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "მედიის ადვოკატირების კოალიცია" წერს და დაკავებულ ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებს. ორგანიზაცია...

დაწვრილებითDetails

თორნიკე თოშხუამ და შაკო ბაღდოშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვეს

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
თორნიკე თოშხუამ და შაკო ბაღდოშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვეს
მთავარი

5-დღიანი პატიმრობის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე თოშხუამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. ცნობისთვის, თორნიკე თოშხუა პოლიციამ 31 ივლისს, თბილისის საკრებულოსთან დააკავა. მას ხელში ეკავა ბანერი "ბიძინა ყ - არაა/არის?". შეგახსენებთ, რომ თოშხუა ბიძინას და სამი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"