4 ათასზე მეტი სამხედროს უკრაინაში გადასროლის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს უკვე ოკუპანტების ოჯახის წევრებიც ტოვებენ. ამ ფაქტმა კი ადგილობრივებში პანიკა გამოიწვია. სოციალურ ქსელებში ისინი წერენ, რომ თავს დაუცველად გრძნობენ.
მოსახლეობის “დასამშვიდებლად” საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. -მა უშიშროებამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებს, რომ “რესპუბლიკას” ტოვებენ და რუსეთში მიდიან მხოლოდ იმ სამხედროებისა და ოფიცრების ოჯახები, რომლებიც უკრაინაში, “სპეციალურ ოპერაციაში” მონაწილეობენ, სხვა სამხედროები კი ადგილზე იმყოფებიან.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. პრეზიდენტმა ბიბილოვმა წელს წვევამდელების საგანგებო გაწვევა გამოაცხადა, რომელიც აპრილში დაიწყება.
16 მარტს, გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ტოვებენ ცხინვალს საოკუპაციო რეჟიმის საჯარისო ნაწილები და მიდიან უკრაინაში.
სოფელ ერგნეთში, ინფორმირებული პირები კი ამბობენ, რომ უკრაინელებმა ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაყვანილი სამხედროების დიდი ნაწილი უკვე გაანადგურეს.
ამინდის პროგნოზი
11 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დასავლეთში პერიოდულად წვიმით და მთაში თოვლით, ხოლო აღმოსავლეთში ნალექით ძირითადად თოვლის სახით, ძლიერი ქარით და ნისლით. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი +12 გრადუსი ოზურგეთში...










