LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დაუმძიმა

პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დაუმძიმა

დაპოსტა 2026/02/10-ში
A A
1.7k
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებში მონაწილეობასაც ედავება. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ გააკეთა.

პროკურორის ინფორმაციით, საუბარია ძალადობის კიდევ 5 ეპიზოდზე.

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების – ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდების ამსახველ ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს, მათ შორის პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალაში ჩანს ალექსანდრე გაბაშვილი სხვადასხვა სახის იარაღით.

ძალადობის 5 ეპიზოდიდან ხუთივეში მონაწილეობს გიორგი რიკაძე; ოთხ ეპიზოდში მონაწილეობს დიმიტრი ჩიქოვანი; ალექსანდრე გაბაშვილი კი 2- ეპიზოდში.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონში ინახებოდა.

“ინტერპრესნიუსი” პროკურატურაში გაკეთებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ ამ ეტაპზე გამოვლენილი ახალი გარემოებების და ფაქტების შესახებ.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, გამოკითხულია ასამდე მოწმე, დანიშნულია და მიღებულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში, ალექსანდრე გაბაშვილმა ნია იმნაძისაგან შეიტყო, რომ მან მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან, რომელიც მისივე გადმოცემით ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. ალექსანდრე გაბაშვილი დაუკავშირდა მეგობრებს გიორგი რიკაძეს და დემეტრე ჩიქოვანს, რომელთაც მოუყვა მომხდარის შესახებ, რის შემდგომაც მათ ერთად გადაწყვიტეს გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა და მისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი სოციალური ქსელი საიდანაც გადმოტვირთეს ფოტო იმისათვის, რომ აღექვათ და დაემახსოვრებინათ ვიზუალურად. გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი. 2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ ქ. თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და შექმნილი ჰქონდათ ყველა პირობა იმისთვის, რომ გიგა ავალიანს თავს დასხმოდნენ და მიეყენებინათ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. დაახლოებით 20:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში ელოდებოდნენ ცენტრიდან გიგა ავალიანის გამოსვლას, თუმცა იმ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს. 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ სისრულეში მოიყვანეს განზრახვა. კერძოდ, დაახლოებით 22 საათსა და 20 წუთზე, ქ. თბილისი, ზღვის უბნის დასახლება, მე-11 მიკრო რაიონი, მე-3 კვარტალი, №56 ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. აღნიშნულის შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, აღნიშნული პირების მონაწილეობით გამოვლინდა სხვა დანაშაულებრივი ფაქტები: ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა და სხვა პირებმა მათთვის მიუღებელი პირების გამოვლენისა და დასჯის მიზნით ჯგუფური ძალადობა დააორგანიზეს, ისინი შეთანხმდნენ სისტემატურად მოეხდინათ ასეთ პირთა შერჩევა, დაემყარებინათ მათთან კომუნიკაცია, მოტყუებით დაეთანხმებინათ ისინი შეხვედრაზე და ფიზიკურად გასწორებოდნენ. გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა პირები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და ახდენდნენ მათ გარეთ გამოტყუებას, ითანხმებდნენ მათ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა. ჯგუფური ძალადობის მიმდინარეობას ისინი კამერაზე აფიქსირებდნენ, ძალადობის ამსახველ კადრებს კი ინახავდნენ მობილურ ტელეფონებში და ავრცელებდნენ მიზნობრივ ჯგუფებში. დადგენილია, რომ ორგანიზებულმა ჯგუფმა განახორციელა. შემდეგი ძალადობრივი ქმედებები:1. 2025 წლის ზამთარში გიორგი რიკაძემ, ალექსანდრე გაბაშვილმა, დემეტრე ჩიქოვანმა, და სხვა პირებმა იმ მოტივით, რომ თითქოსდა 30 წლამდე მამაკაცი ერთ-ერთი მათგანის ახლობელ გოგონას სოციალური ქსელის მეშვეობით სწერდა, მისი დასჯა და დაშინება გადაწყვიტეს. ამ მიზნით 2025 წლის თებერვალში, ღამის საათებში, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა, ალექსანდრე გაბაშვილმა და სხვა პირებმა დაზარალებული მოტყუებით მიიყვანეს ქ. თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონში, მე-20 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე და სხეულის სხვადასხვა არეში ხელ-ფეხის მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს. 2. ასევე, 2025 წლის ზაფხულში, ქ. თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონში, 21-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გიორგი რიკაძე და ალექსანდრე გაბაშვილი სხვა პირებთან ერთად, სხეულის სხვადასხვა არეში ხელ-ფეხის მრავალჯერადი დარტყმით, ფიზიკურად, უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ხოლო ძალადობის პროცესი, ასევე მობილური ტელეფონით გადაიღეს. 3. იმავე მიზნითა და მოტივით, 2025 წლის თებერვალში, გიორგი რიკაძე დემეტრე ჩიქოვანთან და სხვა პირებთან ერთად, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, მათთვის მიუღებელი პიროვნების დასჯისა და დაშინების მიზნით, თავს დაესხნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, სხეულის სხვადასხვა არეში ხელ-ფეხის მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს. 4. 2025 წლის სექტემბრის დასაწყისში, დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის შუალედში, ქ.თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონში მდებარე ახალ სკვერში დემეტრე ჩიქოვანი და სხვა პირები ფიზიკურად გასწორდნენ იქ მყოფ ახალგაზრდებს. თავს დაესხნენ დაზარალებულებს და სხეულის არეში ხელ-ფეხის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ. ალექსანდრე გაბაშვილს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გიორგი რიკაძეს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.დემეტრე ჩიქოვანს, სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მასვე ბრალდება გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება) და საქმე არსებითად განიხილება სასამართლოში.სამივე ბრალდებულს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვს პატიმრობა.აქვე განვმარტავთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება და იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება რომელიმე სხვა პირის პასუხისმგებლობის საფუძველი, იქნება ეს დანაშაულის ორგანიზებისა თუ სხვა ნებისმიერი დანაშაულებრივი მიმართულებით, ბრალდების მხარის მიერ მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება ახლად გამოვლენილ დანაშაულებრივ ფაქტებში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით”, – აცხადებენ პროკურატურაში.

გაზიარება663

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისისა და ბაღდათის სკოლების პედაგოგი ნანა მარღანია მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული გახდა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
ქუთაისისა და ბაღდათის სკოლების პედაგოგი ნანა მარღანია მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული გახდა
მთავარი

ქუთაისის ავთანდილ დეკანოიძის სახელობის 32-ე და სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლები სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნანა მარღანია მსოფლიო კონკურსის ETF New Learning Award 2026 გამარჯვებული გახდა. ETF New Learning...

დაწვრილებითDetails

სოციალური პლატფორმები Facebook, Messenger, Instagram გაითიშა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook-ზე და როგორ დავიცვათ ანგარიში
მთავარი

კომპანია Meta-ში შემავალი სოციალური პლატფორმები Facebook, Messenger, Instagram გაითიშა. მომხმარებელს აღნიშნული პლატფორმების საიტებზე წვდომა შეზღუდული აქვს. მომხდარის ოფიციალური მიზეზი უცნობია. კომპანია Meta-ს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. აღსანიშნავია, რომ Meta-ში შემავალი...

დაწვრილებითDetails

მომსახურების სააგენტო ახალ ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
შსს-ს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მომსახურების სააგენტო ახალ ინფორმაციას ავრცელებს: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, 15 ივნისიდან ოზურგეთსა და ახალციხეში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდება. ოზურგეთში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის...

დაწვრილებითDetails

რა ეღირება დოლარი და ევრო უქმეებზე

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6577 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6586 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009...

დაწვრილებითDetails

“საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე”- ევროკომისიის პრესსპიკერი

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
“საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე”- ევროკომისიის პრესსპიკერი
მთავარი

ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის გამართული გუშინდელი შეხვედრა ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, რომელიც ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა „ევროსკოპის“...

დაწვრილებითDetails

“ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის თანამშრომლობა, ერთმანეთიც კი არ მოსწონთ, როგორ უნდა მოაწონონ ხალხს თავი?!” -ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

მთლიანობაში ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის ერთმანეთთან თანამშრომლობა. ერთმანეთიც კი არ მოსწონთ, როგორ უნდა მოაწონონ ქართველ ხალხს თავი?! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას არ...

დაწვრილებითDetails

“ყოველთვის, მქონდა და მექნება აქციისთვის სასარგებლო ყველა არაძალადობრივი ნივთი”- ელენე ხოშტარია

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია
მთავარი

თქვენი მოგონილი სასჯელები არ და ვერ გამაჩერებს! - ბოლომდე!, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია საპატიმროდან გავრცელებულ მიმართვაში წერს. ხოშტარია წერს, რომ ის 2022 წლიდან მუშაობს „მოღალატე რუსების დასანქცირებაზე“ და...

დაწვრილებითDetails

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ახალ მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ახალ მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა
მთავარი

პოლიციის პოლკოვნიკი გოგა მემანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია Facebook-ის გვერდზე - „ყველაფერი პოლიციის შესახებ" გამოქვეყნდა, რასაც შს სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს. უწყება ადასტურებს, რომ...

დაწვრილებითDetails

ცესკოს განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ
მთავარი

დაინტერესებული მხარეები ცდილობენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა მანიპულაციური განცხადებებით ცესკო-ს დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ,-ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) განცხადებაშია აღნიშნული. ცესკო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორ დავით ზაუტაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"