LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისის კლინიკაში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ინდირა კოპალეიშვილის ადვოკატი ავრცელებს

ქუთაისის კლინიკაში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ინდირა კოპალეიშვილის ადვოკატი ავრცელებს

დაპოსტა 2026/04/24-ში
A A
4.8k
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის კლინიკაში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს ინდირა კოპალეიშვილის ადვოკატი 

ქუთაისში, კლინიკა „უნიქალ მედიში“ ორშაბათ დილით მომხდარმა ინციდენტმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ფაქტთან დაკავშირებით, უკვე მეორე დღეა,  აქტიური განხილვა მიმდინარეობს, როგორც რეალურ სივრცეში, ისე სოციალურ ქსელებში.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს ინდირა კოპალეიშვილის  წარმომადგენლებმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საზოგადოების ნაწილს სრულად არ აქვს ინფორმაცია რეალურ გარემოებებზე და, მათი თქმით, ფაქტის ინტერპრეტაცია დამახინჯდა კლინიკის ადმინისტრაციის მხრიდან.

ადვოკატის თქმით, დაზარალებულად სახელდება კლინიკის მთავარი ექიმი და კლინიკური მენეჯერი ინდირა კოპალეიშვილი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი წლების განმავლობაში სარგებლობდა მაღალი პროფესიული რეპუტაციით და სხვადასხვა კლინიკაში წამყვან პოზიციებს იკავებდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  დაზარალებული მძიმე ემოციურ მდგომარეობამდე მისადმი არსებულმა მოპყრობამ მიიყვანა, რასაც შესაძლოა უკავშირდებოდეს ორშაბათ დილით მომხდარი ინციდენტი.

“გამუდმებულმა ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და მუქარამ მთავარი ექიმი ინდირა კოპალეიშვილი სულიერად მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა.“

ადვოკატის განმარტებით, საქმეზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით — თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. პარალელურად, დაზარალებული მხარის წარმომადგენლებმა პროკურატურას მიმართეს სხვა შესაძლო დანაშაულებთან დაკავშირებითაც, მათ შორის:

  • სსკ 168-ე მუხლი — შრომის თავისუფლების ხელყოფა

  • სსკ 144³ პრიმა მუხლი — არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა

განცხადებაში უარყოფილია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინციდენტი სექსუალურ შევიწროებას უკავშირდებოდა. დაზარალებული მხარე აცხადებს, რომ მსგავსი ვერსია ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია და საკითხის კვლევა სამართლებრივი კუთხით უნდა გაგრძელდეს.

ადვოკატის მხრიდან, ასევე უარყოფილია კლინიკის დირექტორის განცხადება,  ინდირა კოპალეიშვილის ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.  მათი განმარტებით, ის კლინიკაში სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ, ექიმების ხანგრძლივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და მოგვინებით პოლიციის დახმარებით გადაიყვანეს გამოკითხვაზე.

დაზარალებული მხარე მადლობას უხდის სამართალდამცავ და საგამოძიებო ორგანოებს დროული რეაგირებისთვის და აცხადებს, რომ გამოძიებას ყველა არსებულ მტკიცებულებას ეტაპობრივად წარუდგენენ.

მათი თქმით, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება პერიოდულად გაგრძელდება და თითოეული ფაქტობრივი გარემოება გამოძიების პროცესში გახდება შეფასების საგანი.

გაზიარება1904

დაკავშირებული -პოსტები

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.   საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე ოჯახს უყვებოდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში, 3 და გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი...

დაწვრილებითDetails

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ბათუმში ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ,,ტვ პირველი" ავრცელებს. გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა.   პოლიცია ბათუმის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ...

დაწვრილებითDetails

ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, კაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 11 წლის გოგოს 67 წლის ნათესავი სექსუალურად ავიწროებდა – რას ყვება დედა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

11 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ 67 წლის ნათესავი მის 12 წელს მიუღწეველ შვილს სექსუალურად ავიწროებდა - ფაქტი "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. როგორც გამოცემა დედაზე დაყრდნობით...

დაწვრილებითDetails

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
მთავარი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილმა, (92 კგ) ფინალში ირანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი - დღე ენერგიული და პროდუქტიული იქნება. საუკეთესო დროა წამოწყებებისთვის, რომლებიც გამბედაობას მოითხოვს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.   კურო - შესაძლოა ოჯახურ საქმეებსა და ყოველდღიურ ვალდებულებებზე...

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

23 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია: თბილისი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +23°. სოხუმი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის ბოლოს დასავლეთის ქარი...

დაწვრილებითDetails

გრაკლიანი გორაზე წრიული სამარხი გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
გრაკლიანი გორაზე წრიული სამარხი  გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
მთავარი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა. სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან და ექსპედიციის ხელმძღვანელ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან...

დაწვრილებითDetails

წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?! – ანადგურებენ – სოფელ ზოდში მოსახლეობა აქციას მართავს

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?!  – ანადგურებენ – სოფელ ზოდში მოსახლეობა აქციას მართავს
მთავარი

❗🗨️ წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?! - ანადგუროებენ ზოდში იმ მიწებს, სადაც "ჯორჯიან მანგანეცს" არ უნდა გაეცა ლიცენზია არანაირი გამართლება არ შეიძლება, ეს გზა გაწირეს იმისთის რომ ერთი სოფლიდან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"