4 ათასზე მეტი სამხედროს უკრაინაში გადასროლის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს უკვე ოკუპანტების ოჯახის წევრებიც ტოვებენ. ამ ფაქტმა კი ადგილობრივებში პანიკა გამოიწვია. სოციალურ ქსელებში ისინი წერენ, რომ თავს დაუცველად გრძნობენ.
მოსახლეობის “დასამშვიდებლად” საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. -მა უშიშროებამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებს, რომ “რესპუბლიკას” ტოვებენ და რუსეთში მიდიან მხოლოდ იმ სამხედროებისა და ოფიცრების ოჯახები, რომლებიც უკრაინაში, “სპეციალურ ოპერაციაში” მონაწილეობენ, სხვა სამხედროები კი ადგილზე იმყოფებიან.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. პრეზიდენტმა ბიბილოვმა წელს წვევამდელების საგანგებო გაწვევა გამოაცხადა, რომელიც აპრილში დაიწყება.
16 მარტს, გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ტოვებენ ცხინვალს საოკუპაციო რეჟიმის საჯარისო ნაწილები და მიდიან უკრაინაში.
სოფელ ერგნეთში, ინფორმირებული პირები კი ამბობენ, რომ უკრაინელებმა ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაყვანილი სამხედროების დიდი ნაწილი უკვე გაანადგურეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს. ზურაბ პატარაძე პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინეს. ზურაბ პატარაძე ამ დრომდე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის...










