“კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, გაზის წყალ გამაცხელებლებზე მონიტორინგი 2 წელია არ გაგვიკეთებია. შეწუხებული და შეშფოთებული ვართ ამ ფაქტით. კოვიდის პერიოდში მოქალაქეებთან სახლში მისვლა ვერ მოხერხდა. იმედია მალე აიცრება მოსახლეობა სრულად და მოხერხდება საცხოვრებელ სახლებში შეღწევა, რათა აღვრიცხოთ რა ვითარებაა ამ კუთხით”–
ამის შესახებ მეგა ტვ-თან თემურ ხვინგიამ განაცხადა, რომელიც სოკარ ჯორჯია გაზის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელია. ცნობისთვის 1 დეკემბერს თბილისში უბედური შემთხვევა მოხდა, როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს კომპანიაში “თბილისის ენერჯი” უთხრეს, გაზის გაჟონვის მიზეზი, სავარაუდოდ, თვითნებური მიერთებაა
კახეთში პენსიონერი დააყაჩაღეს – წაღებულია 7000 ლარამდე ნაღდი ფული და ოქროული
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში პენსიონერი დააყაჩაღეს. 70 წლამდე ქალის სახლში რამდენიმე შეიარაღებული ნიღბიანი შეიჭრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნიღბიანებმა ქალი დააბეს და იძულების წესით ათქმევინეს, სად ინახავდა ფულს და ძვირფასეულობას. შედეგად მათ...










