„ეტყობა სათამაშო ჩაუვარდა წყალში და მისი ამოტანა უნდოდა“ – ტრაგედიის დროს ბავშვის დედა და ბებია სახლში იყვნენ
2 წლის ბავშვი ა. გვასალია ხობში დედის მშობლების სახლში დიდი ზომის წყლით სავსე ავზში დაახლოებით საღამოს საათებში დაიხრჩო.
ერთ-ერთი ვერსიით, მას სათამაშო ჩაუვარდა.
„დედა, ბებია სახლში იყვნენ, ეტყობა სათამაშო ჩაუვარდა წყალში და მისი ამოტანა უნდოდა.
ოჯახის წევრებმა კი ის მოგვიანებით შეამჩნიეს, წამებში გადაიყვანეს ხობის საავადმყოფოში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეს უმცროსი შვილია. 2 წლის ბიჭუნას მამა სოფელ საჯიჯაოში ცხოვრობს”, -გვითხრა ოჯახის ახლობელმა.
ხობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ბავშვი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.
ადგილზე იმყოფება პოლიცია და დაწყებულია გამოძიება.