26 წლის მამაკაცი ჩოხატაურში, სოფელ გუთურში სანადირო თოფით მოკლეს. როგორც რუსთავი2 იუწყება თოფიდან 2 ტყვიაა ნასროლი. დამნაშავემ გარდაცვლილს ოჯახს მოგვიანებით დაურეკა და უთხრა რომ შური იძია. ერთ-ერთი ვერსიით ჩადენილი დანაშაული ვალს უკავშირდება.
მოკლული ავთო კალანდაძე თბილისში საქართველოს ბანკში მუშაობდა. კორონავირუსის გამო ის თვე-ნახევრით სოფელში იყო წასული. როგორც ცნობილია დამნაშავე, სავარაუდოდ უკვე დაკავებულია, ის ბაღდათის მუნიიცპლაიტეტში ცხოვრობს. დამნაშავე გვიან ღამით მივიდა ავთო კალანდაძის სახლში, და ცეცლხლი გახსნა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დამნაშავემ გარდაცვლილი ოჯახს განუცხადა რომ მან საბოლოოდ ოჯახზე შური იძია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
rustavi2.ge










