გლობალურ ბაზრებზე ოქრო კვლავ ძვირდება. ბოლო, 17 აპრილის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ფასი 46 დოლარით გაიზარდა და 4 831 დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.9%-ით არის გაზრდილი, ბოლო ერთ თვეში ფასის 3.9%-იანი მატება, ხოლო წლიურად 44%-იანი ზრდა ფიქსირდება.
როგორც trading economics-ი წერს, ოქროს ფასის მატება გამოიწვია გუშინ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ჰორმუზის სრუტე კომერციული გადაზიდვებისთვის სრულად ღია დარჩება ისრაელსა და ლიბანს შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დროს.
თუმცა, დღეს Sky News-მა ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტე კვლავ დახურა.
საქართველოში ოქრო ძვირდება
ძვირფასი ლითონის გლობალური გაძვირება უკვე აისახა ადგილობრივ ბაზარზე. კერძოდ, ბოლო ერთი დღის განმავლობაში საქართველოში ოქროს ფასი 6 ლარით გაიზარდა.
კერძოდ, გუშინ 1 გრამი 999 სინჯის მქონე ძვირფასი ლითონის ღირებულება საშუალოდ 428 ლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით კი ფასი 434 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯი გრამის ვერცხლის ფასი შემცირდა. გუშინ 1 გრამის ფასი 7.59 ლარს შეადგენდა, დღეს კი ფასი 7.56 ლარი იყო.









