LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ორ კვირაში მთელი თაობა დაიღუპა –  ხალხი მარტოსულად კვდება, ჩანთებში ჩაწყობილი ნივთები კი კუბოების გვერდით ალაგია

ორ კვირაში მთელი თაობა დაიღუპა – ხალხი მარტოსულად კვდება, ჩანთებში ჩაწყობილი ნივთები კი კუბოების გვერდით ალაგია

დაპოსტა 2020/03/19-ში
A A
3.5k
ნახვა
გაზიარება

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ოთხშაბათს სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში კი ვირუსთან ბრძოლასთან ერთად თანმდევ პრობლემებს აწყდებიან. გთავაზობთ The Guardian-ის სტატიას ბერგამოზე, სადაც ახლობლები კორონავირუსით დაღუპულებთან გამოთხოვებას ვერ ახერხებენ, დამკრძალავი ბიუროები კი რიგს ვეღარ აუდიან.


ეკლესიებში კუბოების გრძელი რიგი დგას, დამარხვას ელიან. მათი გვამები, ვინც სახლში კვდება, დღეების განმავლობაში ოთახებში ასვენია. ბერგამოში, იტალიის პროვინციაში, რომელზეც კორონავირუსმა ყველაზე მძიმედ იმოქმედა, დამკრძალავი ბიუროები საქმეს ვეღარ აუდიან.

ოთხშაბათის მონაცემებით, იტალიაში COVID-19-ით 3000-მდე ადამიანი დაიღუპა. მათმა დაკრძალვამ თუ კრემაციამ ცერემონიალის გარეშე ჩაიარა. საავადმყოფოებში ხალხი მარტოსულად კვდება, მათთან არავინაა, ჩანთებში ჩაწყობილი ნივთები კი კუბოების გვერდით ალაგია.

ბერგამო ლომბარდიის 1.2 მილიონიანი პროვინციაა. მთლიანად ლომბარდიაში კორონავირუსით 1700-მდე ადამიანი დაიღუპა, სამშაბათის მონაცემებით 4000-მდე ინფიცირებული იყო. უცნობია, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უშუალოდ ბერგამოში, მაგრამ პროვინციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამკრძალავი ბიუროს დირექტორი ამბობს, რომ 1 მარტიდან მოყოლებული 600-მდე ადამიანი დაკრძალეს.

„ჩვეულებრივ, ყოველთვიურად დაახლოებით 120 ადამიანია ხოლმე“, – ამბობს ანტონიო რიკიარდი, კომპანიის პრეზიდენტი. „სულ რაღაცორ  კვირაში მთელი თაობა დაიღუპა. ასეთი რამ არასდროს გვინახავს და ცრემლებს მგვრის“, – დასძენს ანტონიო.

ბერგამოში კი 80-მდე დამკრძალავი კომპანიაა. თითოეულ მათგანში ყოველ საათში ათობით ზარი შედის. კუბოების მარაგიც კი იწურება, კომპანიები „მოთხოვნას“ ვერ აუდიან. მათთან „გარდაცვლილთა რიგი“ დგას. კიდევ უარესი, ვირუსი თავად მათ თანამშრომლებშიც ვრცელდება.

საავადმყოფოებმა კუბოში გარდაცვლილთა ჩასვენების წესიც გაამკაცრეს. ახლა აღარ აცმევენ ძველებურად, რადგან მათ სხეულთან შეხება ვირუსის გადადების რისკს ზრდის.

„ოჯახები ვეღარ ნახულობენ საყვარელი ადამიანების სახეებს, არ შეუძლიათ მათი წესისამებრ დაკრძალვა. ეს დიდი ფსიქოლოგიური ტრავმაა მათთვის“, – ამბობს რიკიარდი. „მაგრამ ჩვენი ბევრი თანამშრომელიც ავადაა, ხალხი აღარ გვყავს გარდაცვლილთა მოსაწესრიგებლად“, – წუხს ის.

უფრო რთულადაა საქმე მათთვის, ვინც სახლებში კვდება. კანონმდებლობით, გარდაცვალების მოწმობის მისაღებად ორი ექიმია საჭირო. ერთ-ერთმა მათგანმა მოწმობა გარდაცვალებიდან არაუგვიანეს 30 საათში უნდა გასცეს. „ასე რომ, უნდა ელოდო, როდის მოვა ორივე ექიმი, რათა მოწმობა აიღო. არადა, მათი უმეტესობაც უკვე ინფიცირებულია“, – ამბობს ანტონიო რიკიარდი.

სტელა, მასწავლებელი ბერგამოდან, The Guardian-ს ასეთ ისტორიას უყვება. „გუშინ 88 წლის კაცი გარდაიცვალა. სიცხე ჰქონდა რამდენიმე დღის განმავლობაში და სასწრაფო დახმარებას ვერც გამოვუძახეთ, ხაზი სულ დაკავებულია. არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო.

ის გარდაიცვალა თავის ოთახში და ექიმები ერთ საათში მოვიდნენ. ხოლო რადგან თავისუფალი კუბოს გამონახვა ვერ მოხერხდა, მათ მოხუცის ცხედარი ოთახში ჩაკეტეს და ახლობლებს შიგნით შესვლა აუკრძალეს, სანამ კუბოს არ მოიძევდნენ“, – იხსენებს სტელა.

გარდაცვლილთა ოჯახების ტრავმაზე The Guardian-თან საუბრობს ალესანდროც, ვისი 74 წლის ბიძაც კორონავირუსით გარდაიცვალა კოდონიოში, ლომბარდიის ქალაქში, სადაც ვირუსული აფეთქება დაიწყო.

„როგორც წესი, აქ მიცვალებულს ცერემონიალურ ტანსაცმელს აცმევენ და კუბოს ერთი ღამით ოჯახებში ტოვებენ. ახლა კი ეს ყველაფერი შეიცვალა. შენ დამშვიდობებაც კი აღარ შეგიძლია და ეს ყველასთვის დამანგრეველია“, – ამბობს ალესანდრო.

ცერემონიალები იტალიაში ოფიციალურადაც აიკრძალა. მთავრობა მასობრივ თავშეყრის ღონისძიებებს, მათ შორის, ქორწილსა და დაკრძალვას ზღუდავს. ორი მღვდელი დააჯარიმეს კიდეც, რომლებმაც დაკრძალვის ცერემონიალი ჩაატარეს.

ბერგამოს შემზარავი სიკვდილის ქრონიკა კი ადგილობრივი გაზეთის L’Eco di Bergamo-ს ნეკროლოგების განყოფილებაშიც თვალსაჩინოა. 9 თებერვალს ნეკროლოგი ერთ გვერდს თუ იკავებდა, 13 მარტს კი გაზეთს მისთვის 10 გვერდის გამოყოფა დასჭირდა. ინტერნეტში კი ეკლესიაში რიგში მომლოდინე კუბოების ვიდეოები ვრცელდება.

სიტუაცია იტალიის სხვა რეგიონებშიც მძიმეა. სულ უფრო მატულობს შემთხვევები, რომ დამკრძალავი ბიუროები უარს ამბობენ ახალი გარდაცვლილის „ფმიღებაზე“, მათ დაკრძალვის რესურსი აღარ აქვთ. ვირუსი ვრცელდება მათ თანამშრომლებში, ექიმებში, ოჯახები კი არათუ ნორმალურ გამოთხოვებას, ახლობელთა დაკრძალვასაც ძლივს ახერხებენ.

Publika.ge

გაზიარება1932

დაკავშირებული -პოსტები

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
მთავარი

საქართველოს მოქალაქე აფარმან ხალილოვი პოლონეთში ტბაში დაიხრჩო.  ინფორმაციას marneulinews. ge ავრცელებს და წერს, რომ გარდაცვლილი ბოლნისის მკვიდრი იყო და პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

დაწვრილებითDetails

ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
დედოფლისწყაროში ხანძარს 57 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
მთავარი

ვაზისუბანში, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა. ცეცხლი მრავალსართულიანი კორპუსის მეათე სართულზე გაჩნდა. შემთხვევის დროს ბინაში და-ძმა იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარი თავის გადარჩენა შეძლო, თუმცა მისი დის გამოყვანა ვერ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 5, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ავტომობილი ბავშვს დაეჯახა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დავით ცხვარაძე ავრცელებს. ,,ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, "ჯიპი"_ს მარკის ავტომობილი მცირეწლოვან ბიჭს ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა_ არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს,_ უკვე...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი, რომელსაც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დაეჯახა გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 5, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

არასრულწლოვანი, რომელიც დედოფლისწყაროში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა, 12 წლის საბა ჯაგოდნიშვილია ავტოსაგზაო შემთხვევა 3 ივლისს მოხდა - სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მანქანით 2 არასრულწლოვანს დაეჯახა. თავდაპირველად საბა იაშვილის სახელობის...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ ვაშლიჯვარში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
ივლისი 5, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

პოლიციამ თბილისში, ვაშლიჯვარში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გუშინ ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

by მეგა TV
ივლისი 5, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.   უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქუთაისში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება ივლისში საქართველოში – პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
მთავარი

კლიმატური მონაცემებით ივლისის საშუალო ტემპერატურა ივნისთან შედარებით 2-3°C -ით მაღალია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობში, ბარში და დასავლეთ საქართველოს მთაში +23, +25°C, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +20, +22°C...

დაწვრილებითDetails

ადგილები საქართველოში, სადაც ტურისტებიც კი იშვიათად ხვდებიან

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ადგილები საქართველოში, სადაც ტურისტებიც კი იშვიათად ხვდებიან
მთავარი

საქართველო მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება ხდება. ქვეყანაში არაერთი ადგილია, სადაც ვიზიტორები იშვიათად ხვდებიან. თუ გსურთ ბუნებისა და ისტორიის აღმოჩენა ტურისტული ხალხმრავლობის გარეშე, ეს ადგილები ნამდვილად დაგაინტერესებთ. ტობავარჩხილის ტბები...

დაწვრილებითDetails

რეკორდული სიცხე ევროპაში – დაღუპულთა რაოდენობამ 3500-ზე მეტს მიაღწია

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება
მთავარი

რეკორდულმა სიცხემ ევროპაში 3500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურამ სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში 45-47 გრადუსს მიაღწია. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მძიმე ვითარებაა ესპანეთსა და იტალიაში, სადაც ძირითადად ხანდაზმული ადამიანები და გულ-სისხლძარღვთა...

დაწვრილებითDetails

ძლიერ სიცხეში ვერ იძინებთ? ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
რა უნდა იცოდეთ თუ გაღვიძებისას თავი გტკივათ
მთავარი

ზაფხულის ცხელი ღამეები ნამდვილ გამოწვევად იქცევა ხოლმე - შეხუთული ჰაერი და მაღალი ტემპერატურა ორგანიზმს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, რის გამოც გვიანობამდე ვერ ვიძინებთ, ღამით კი ხშირად გვეღვიძება. თუკი საძინებელში კონდიციონერი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"