ორი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომლებიც სახელმწიფო მედიაში მუშაობდნენ, კალბაჯარის რაიონში ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.„ოპერატორი აზერბაიჯანის სატელევიზიო სადგურიდან სირაჟ აბიშევი და AzerTag- ის თანამშრომელი მაგერრამ იბრაგიმოვი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალნენ. ისინი ნაღმზე აფეთქდნენ“, – დაწერა ტელეკომპანიის თავმჯდომარე როვშან მამედოვმა სოციალურ ქსელში.
კალბაჯარის რაიონი აზერბაიჯანმა, გასული წლის შემოდგომაზე, მიმდინარე შეიარაღებული კიონფლიქტის დროს დაიბრუნა.