,,ძალიან მომრავლდა ავარიები ნიკეაზე. ამ კვირაში მგონი მე-4 უკვე. ეხლა ორი იყო ერთ დროულად ერთი მე-17 სკოლასთან ფემილისთან ზებრაზე დედა-შვილს დაეჯახა,მეორე მე-40 სკოლასთან მაგნიტთან ასაკოვან მამაკაცს. დაიგოს ისევ ბუგორები ან მიიღონ რაიმე ზომები რომ გადაჭარბებული სიჩქარით არ იმოძრაონ მანქანებმა.გაიღვიძოს ნიკეას ადმინისტრაციამ და ვისაც ეხება ეს საკითხი.”
,,ორი ავარია მოხდა ერთდროულად დედაშვილსაც დაეტაკეს და შუახნის მამაკაცს?გიჟებივით დადიან ეს არა ადამიანები” – წერენ სოციალურ ქსელში მოქალაქეები.
როგორც ცნობილია ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, პოლიციის მეოთხე განყოფილებასთან, გადასასვლელზე მიკროავტობუსი ქალსა და ბავშვს დაეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.









