ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში მას ცივი იარაღით მიაყენეს. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. “მთავარი არხის” ვებგვერდი ინფორმაციას შსს-სგან ელოდება.
ვალუტის განახლებული კურსი პირველი მაისისთვის
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6916 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6920 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...









