LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს

“ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის, ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში” – შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2026/04/30-ში
A A
13
ნახვა
გაზიარება

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს – დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ისტორია გმირობის მაგალითებით არის სავსე.

„ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში იდგა ბრძოლის წინა ხაზზე – არა მხოლოდ საკუთარი მიწისა და რწმენის დასაცავად, არამედ ღირსების, იდენტობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება თანამედროვე ქართული ჯარის სახით, რომელიც ერთგულად ემსახურება სახელმწიფოს და ხალხს. თუმცა, ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის. ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, ერთიანობაში და მშვიდობის შენარჩუნების უნარში. ძლიერი სახელმწიფო იქმნება არა მხოლოდ ძლიერი ჯარით, არამედ სწორი, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკით – პოლიტიკით, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს, ამყარებს პარტნიორობას, აძლიერებს ინსტიტუტებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მშვიდობა არ არის შემთხვევითობა, არამედ „მშვიდობა არის შედეგი”.

„მშვიდობა არ არის შემთხვევითობა. მშვიდობა არის შედეგი. ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი. სწორედ ასეთ პირობებში იძენს თავდაცვის ძალები თავის სრულ მნიშვნელობას: ისინი არა მხოლოდ იცავენ ქვეყანას, არამედ არიან მშვიდობის გარანტი. მყარი ზურგი, რომელიც თავდაცვის ძალების სახით გააჩნია სახელმწიფოს, მოქნილს ხდის ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის ნაბიჯებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალები დღეს არის თანამედროვე, პროფესიონალური და განვითარებისკენ მიმართული ინსტიტუტი.

„ჩვენს სამხედროებს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ და ამავდროულად, ყოველდღიურად იცავენ ჩვენს მიწას. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს დიდი პატივი.

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 35 წლის იუბილეს – გზას, რომელიც დაიწყო 1991 წლის 30 აპრილს, პირველი გაწვევითა და სამხედრო ფიცით, და გადაიქცა ძლიერ, პროფესიონალურ და ღირსეულ ძალად, რომელიც დღეს იცავს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას.

დღევანდელი თარიღი კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობას იძენს, რადგან ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას – 1700 წელს მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად. ეს იყო მოვლენა, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ერის სულიერი იდენტობა, მისი კულტურა, ფასეულობები და ისტორიული გზა. ქრისტიანულმა რწმენამ გვასწავლა ერთობა, თავგანწირვა, სიმტკიცე და მოყვასის სიყვარული – ის ფასეულობები, რომლებიც დღემდე ცოცხლობს ქართულ ჯარში. სწორედ ამ სულიერ საფუძველზე დგას ჩვენი მებრძოლის გმირული სულისკვეთება, რწმენა, რომ სამშობლოს დაცვა არის არა მხოლოდ მოვალეობა, არამედ მაღალი ზნეობრივი აქტი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამხედროების ოჯახებს. თქვენი სიმტკიცე და მხარდაჭერა არის ის უხილავი საყრდენი, რომელზეც დგას ჩვენი არმია. დღეს ჩვენ ასევე ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოსთვის. მათი თავგანწირვა არის მარადიული მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული. მათი ხსოვნა გვავალდებულებს, ვიყოთ ღირსეული, გავუფრთხილდეთ თავისუფლებას და გავაგრძელოთ დაწყებული საქმე. თავდაცვის ძალები არის საქართველოს სიმტკიცის, ერთიანობისა და მომავლის რწმენის სიმბოლო. თქვენი სამსახური გვახსენებს, რომ თავისუფლება არ არის მოცემულობა, ის ყოველდღიური ბრძოლის, შრომისა და მზადყოფნის შედეგია. ჩვენი ვალია, ეს ბრძოლა იყოს გააზრებული, ერთიანი და შეუვალი. გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! დიდება ქართველ მებრძოლებს! დიდება საქართველოს!“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი 19 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6527 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6527 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6543 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
ბათუმში ზღვამ ცხედარი გამორიყა
მთავარი

ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო - ოთხივე მათგანი მაშველებმა გადაარჩინეს. როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ერთს ადგილზე უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. დამატებითი დეტალები უცნობია.

დაწვრილებითDetails

გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 დღე გაგრძელდება… – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
მთავარი

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე (სოფ. მაღაროსკარი), ძლიერი წვიმის შედეგად, განვითარდა მეწყერი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილს სწორად არ მიაჩნია, რომ მისი ბანერი მიტინგზე მოწინავე არ არის, მიაჩნია, რომ ბოკუჩავამ ნაკლები ძალა გაიღო”- გია ვოლსკი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
“ნაციონალები” ცუდათ დაამთავრებენ_გიორგი ვოლსკი
მთავარი

სწორად არ მიაჩნია, რომ მისი ბანერი მიტინგზე მოწინავე პოზიციაზე არ არის - მიაჩნია, რომ თინა ბოკუჩავამ ნაკლები ძალა გაიღო ამისთვის და ნანუკა ჟორჟოლიანს მეტი რესურსი აქვს - ახლა, ვინ აჯობებს ამ დესტრუქციის და...

დაწვრილებითDetails

საქართველოს სახელმწიფო ვალი 9.2 მლრდ დოლარს აჭარბებს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.832 მლრდ დოლარს გადააჭარბა
ეკონომიკა

2026 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9.121 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს კი 158.114 მლნ დოლარით მეტია (1.8%) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

18 ივნისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
ამინდი

18 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +33 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შედის
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი პირი - ვ.გ...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით პალესტინის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა მამაკაცი სასაზღვრო გამშვებ...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების...

დაწვრილებითDetails

საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
სატვირთო მანქანების უპრეცედენტო რაოდენობაა – რა ხდება სარფში
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"